ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
ევროპული ბაზრისთვის შექმნილი, სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი, Citroen Ami, რომელიც კომპანია Citroën-მა 2020 წელს გამოუშვა, ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა.
„ქარისთვის“, ავტომობილი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია “ავტო გალერიმ” ჩამოიყვანა.
„Citroen Ami ამ ეტაპზე ევროპის მხოლოდ 6 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს ელექტრომობილი საქართველოში პირველად „ავტო გალერის“ გუნდმა ჩამოიყვანა. პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. მოლაპარაკებებში ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ჩავრთეთ და პირველ ტრანშს წარმატებით ვახორციელებთ. მაისის ბოლომდე საქართველოში 60 ერთეულის ჩამოყვანას ვგეგმავთ“, - აცხადებს გიორგი კობახიძე, „ავტო გალერის“ დირექტორი.
Ami - ესაა პრაქტიკული პასუხი ურბანულ გამოწვევებზე მობილობის ახალ რეალობაში, განსაკუთრებით მოკლე მგზავრობებისთვის. ესაა შესაძლებლობა ქალაქის ცენტრთან უფრო ადვილი წვდომის, სკუტერების, ველოსიპედების, მოპედების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური ალტერნატივა გონივრულ ფასად.
ნულოვანი ემისია, ნულოვანი ხმაური და ნულოვანი სტრესი მართვისას - ეს ის გამორჩეული მახასიათებლებია, რაც Ami-ს სხვა ავტომობილებისგან განასხვავებს. ელექტროძრავის წყალობით, Ami-ს მყისიერი დაძვრისა და სიჩქარის 45 კმ.სთ-მდე ზრდის შესაძლებლობა აქვს და სრული დამუხტვის შემთხვევაში 75 კმ-მდე მანძილს ფარავს.
მისი ლითიუმ-იონური ბატარეის,220 ვატი ძაბვით სრულად დამუხტვისთვის, 3 საათი სრულიად საკმარისია.
კომპაქტური Citroen Ami 2.41 მ. სიგრძის, 1.39 მ. სიგანისა და 1.52 მ. სიმაღლისაა, რაც მას კიდევ უფრო პრაქტიკულსა და მოსახერხებელს ხდის გადატვირთულ ქალაქში გადაადგილებისა და პარკინგისთვის. ელექტრომობილი იდეალურია ქალაქში მრავალჯერადი, მოკლე მოგზაურობებისთვის, როგორებიცაა შეხვედრები, სამსახური ან თუნდაც საღამოს გასეირნება მეგობრებთან ერთად.
Ami-ს, მისი სიჩქარის მაქსიმალური ოდენობისა და უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართვის მოწმობა არ ესაჭიროება. მათ შორის საფრანგეთში მისი ტარება 14 წლის მოზარდებსაც შეუძლიათ. საქართველოში კი მისი მართვა 23 წლის ასაკიდან არის დაშვებული და B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობაა საჭირო.
ნახევარტონიანი, მსუბუქი, მოსახერხებელი Ami „ქარის“ ავტოპარკში თავად შეგიძლიათ გამოცადოთ და გაიზიაროთ ევროპული, პრაქტიკული ყოველდღიურობის გამოცდილება.
--
„ავტო გალერი“ (Auto Gallery) „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წელს „ავტო გალერი“, გახდა NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანი ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები