ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.
მათ, ვინც არის შემოქმედებითი, აქვს საინტერესო იდეები და სურს მიიღოს განათლება და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe -თან ერთად შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ბერლინში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე და მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება.
სტიპენდიის მისაღებად, კონკურსანტებმა 1 ივნისამდე უნდა ჩააბარონ Miami Ad School Europe - ში. სტიპენდიანტი ჟიურის ჩართულობით, ჩარიცხულ სტუდენტებს შორის გამოვლინდება. ჟიურის წევრებს შორის საქართველოს ბანკის, MASE-სა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იქნებიან.
ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://fb.watch/cehrb_5LIk/
დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/
„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, უკვე გამოვლინდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის 2 სტიპენდიანტი, რომელიც ბერლინში პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით იღებს განათლებას. MASE ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. Miami Ad School Europe-ის პროტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ მეტ ახალგაზრდას მივცეთ მსგავსი შესაძლებლობა და გავუხსნათ წვდომა უმაღლესი ხარისხის განათლებაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა ინიციატივების ფარგლებში განათლების მხარდაჭერას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. Miami Ad School-ი 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს აერთიანებს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები