ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს,
რომლის თანახმადაც თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ერთად
არიან ჩართულები პროექტში - „500 ქალი ტექნოლოგიებში“.
პროგრამა, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია — პროექტი 18 თვე გრძელდება და 500-ზე მეტ ქალს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუკვალავს გზას. პროგრამა მონაწილეების გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას
ითვალისწინებს. პროექტში მონაწილეობას იღებენ ქალები 16 წლიდან, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ტექნოლოგიებში
ცოდნა და გამოცდილება. პროგრამაში ქალები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ერთვებიან მათთვის საინტერესო
მიმართულებით. ეს პროგრამებია:
ტექნოლოგიური მოდულების გარდა, პროგრამა ქალებს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებსა და კარიერულ ბუთქემფს სთავაზობს.
ქალები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა
და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით.
კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პროგრამის პარტნიორი - თიბისია. თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, ამ
პროგრამაში ჩართულ ქალებს IT აკადემიაში გადამზადებას სთავაზობს.
„ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. ჩვენი მიზანია, რომ
ხელი შევუწყოთ ქალებს, გაიკვალონ კაერიერული გზა ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად დარგში და შესაბამისად
შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი. თიბისი IT აკადემიის ბაზაზე მონაწილეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ უნიკალური ცოდნა
და გამოცდილება, რომელიც მათ ტექნოლოგიური მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ტექ-ინდუსტრიაში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა და მათი გაძლიერება თიბისისთვის უაღრესად პრიორიტეტული
საკითხია“, - აცხადებს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ თიბისის IT აკადემია 2019 წლიდან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს თეორიულ ცოდნასა და
პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს და კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი არის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური დამსაქმებელი, რომელიც მომავალი თაობის გადამზადებაში უდიდეს როლს ასრულებს.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები