თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ბადაგონი“ პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს. 3 თებერვალს სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
კომპლექსი ფუნქციონირებას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებს და წლის განმავლობაში 10 ათასამდე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტიორის მიღებას შეძლებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივები იქნებიან. სასტუმროს კონცეფცია არქიტექტორ ზვიად სურგულაძეს ეკუთვნის.
სასტუმროს ინფრასტრუქტურა აუზს, ბარებსა და რესტორანს აერთიანებს. მის მთავარ ტურისტულ ღირებულებას კი 200 მეტრის მანძილზე განლაგებული ალავერდის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქვევრის ღვინის მარანი და სიძველეთსაცავის მუზეუმია. აქვეა ალავერდის ჭალა და „ბადაგონის“ ქართული ღვინისა და ქართული კერძების ცენტრი.
დაარსების დღიდან „ბადაგონის“ ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.
„Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან ერთად, ალავერდის ეპარქიის ინფრასტრუქტურაც განვითარდება. ახალი გზები, ხიდები,
ეკოლოგიურად მეგობრული ტრანსპორტის ბილიკები, სწრაფი და ფართოზოლიანი ინტერნეტი - ეს ყველაფერი იქნება ის დამატებითი შესაძლებლობა, რაც ათასობით მოგზაურს მისცემს მცხეთის, თბილისის, ალავერდისა და ამ ოქროს გზაზე
განლაგებული ასობით კულტურული თუ რელიგიური ძეგლისა და ღირშესანიშნაობის გაცნობის საშუალებას. ალავერდის ეპარქიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების, საქვეყნო და საერო საქმეა”, - გიორგი სალაყაია, „ბადაგონის“ დამფუძნებელი.
„თიბისისა და „ბადაგონის“ პარტნიორობა 2 ათწლეულზე მეტს ითვლის. პირველივე დღიდან კომპანიის განვითარების თანამონაწილეები ვართ, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომპანია ძირითადი საქმიანობის - მეღვინეობის პარალელურად, სტუმარმასპინძლობის მიმართულებასაც ავითარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნესის განვითარება და ტურიზმისა და მეღვინეობის სექტორების ხელშეწყობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში - 1 მილიარდ ლარს, მეღვინეობის მიმართულებით კი 404 მილიონ ლარის შეადგენს”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები