ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისიმ სტარტაპერებისთვის ახალი ნაკრები შექმნა, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ სხვადასხვა საბანკო მომსახურება მხოლოდ ერთი საკომისიოს ნაცვლად მიიღონ. სტარტაპ ნაკრების ღირებულება თვეში 5 ლარია და მასში შედის:
· მიმდინარე ანგარიში
· VISA ბარათი (რომელიც მიბმულია ლარის მიმდინარე ანგარიშზე)
· ამ ბარათის ბანკომატიდან დღიური გატანის ლიმიტი შეადგენს 20,000 ლარს
· უფასო ინტერნეტბანკი და მობაილბანკი
· დიჯიპას აპლიკაცია უფასოდ
· უფასო SMS სერვისი
· 5 კომუნალური გადახდა უფასოდ
სტარტაპ ნაკრების VISA ბარათის გამოყენებით მომავალი სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია Facebook-ის რეკლამაზე 10 %-იანი ქეშბექის მიღება. რეკლამაზე დახარჯული ჯამური თანხის 10 % ჩაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლოს ამავე ბარათზე. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტია 100$-ის ექვივალენტი.
ნაკრების გამოწერის შემთხვევაში სტარტაპერებს დამატებით შეუძლიათ ისარგებლონ სამ თვიანი შეღავათით პოს ტერმინალისა და თიბისი ელ-კომერციის ყოველთვიურ (შევსებად) საკომისიო გადასახადზე. ტერმინალით შეძლებენ მიიღონ ბარათით გადახდები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებლისთვის გადახდის გამოცდილებას. ხოლო საიტზე ელ-კომერციის მარტივად ინტეგრაციით, მომხმარებელს შესთავაზებთ ონლაინ შოპინგისას გადაიხადოს მისთვის სასურველი მეთოდით: ბარათით, მობაილ ბანკით, ქიუარით, Apple Pay-თ, ერთგული ქულებით, ონლაინ განვადებით.
თუ დაინტერესდი, ნაკრები შეგიძლია გამოიწერო აქედან: https://bit.ly/Startup-pack
სტარტაპ ნაკრები მთლიანად მორგებულია დამწყები ბიზნესების საჭიროებებზე. მისი გამოყენება სტარტაპერებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ცხოვრებას და დროს დაუზოგავს. ეს არის საბანკო სერვისების ნაკრები, რომელშიც ბიზნესი იხდის მხოლოდ 5 ლარს და სარგებლობს ყველა იმ საბანკო სერვისით და პროდუქტით, რომელთა დამოუკიდებლად შეძენა გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა.
„გვინდოდა ისეთი მომსახურება შეგვეთავაზებინა სტარტაპერებისათვის, რაც მათ რეალურად სჭირდებათ და რასაც ნამდვილად გამოიყენებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ერთი წლის წინ თიბისიმ ბარათების გამოწერის სერვისი პირველად შესთავაზა საზოგადოებას და ის მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა არსებობდეს ასეთივე ნაკრები დამწყები ბიზნესებისთვის, რომელში ისეთი საბანკო მომსახურებები შევა, რაც მათ საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს,“ - სოფო კახიძე, ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.
პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები