1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი - responsible.ge-ს ახალი პროექტი

 

●        ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლობიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

„მენტალ ჰაბის“ მორიგი პროექტი მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონია. მსგავსი მასშტაბის პროექტი აქამდე არ განხორციელებულა და ის ზუსტად პასუხობს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს გაზრდილი სტრესული გარემოს პირობებში.

მარათონის მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ურთიერთმხარდაჭერა, სანდო სამეცნიერო ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, ასევე სტიგმასა და სტერეოტიპებთან ბრძოლაა.

რაკი მსგავს საკითხებზე საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, დროული ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ადამიანები თავისუფლად ისაუბრებენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე და მიიღებენ საჭირო დახმარებას.

1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, ჩაერთოს მარათონში Facebook-ის, Instagram-ისა და Pinterest-ის პლატფორმებზე და თვალი ადევნოს მუდმივად განახლებულ ინფორმაციას.

საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, მითები მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფობიები, პანიკური შეტევები, აკვიატებული აზრები, ინტროვერტებისა და ექსტროვერტების პრობლემები, ტოკსიკური გარემო და ადამიანები, სხეულის აღქმის პრობლემები, სოციალური და პოსტტრავმული შფოთვა, ტრავმასთან გამკლავების მეთოდები და ა.შ.

 

სოციალური პროექტის ფარგლებში Instagram-ის მომხმარებელთათვის შეიქმნა სპეციალური „სტიკერები“, რომელთა გამოყენებაც უკვე შესაძლებელია. ამისთვის საძიებო ველში სიტყვები ‘menthal hub’ უნდა ჩაწეროთ.

დიმიტრი ვაჩნაძე (ევროპაბეთის მარკეტინგის განყოფილების უფროსი)

„პასუხისმგებლიანი თამაშის” სახით „ევროპაბეთმა” ქართულ სათამაშო ბიზნესში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ეს არის განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მაგალითებზე შემუშავებული კონცეფცია, რომელიც უკვე ორი წელია, მნიშვნელოვანი პროექტებით ხორციელდება. მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი, რომელსაც „მენტალ ჰაბთან” ერთად ვიწყებთ, მორიგი ასეთი პროექტია. ადამიანების დიდმა აქტივობამ და ჩართულობამ დაგვარწმუნა, რომ ასეთი, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო.”

აკაკი ბურკაძე (მენტალ ჰაბის დამფუძნებელი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი)

„ეს პროექტი პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებისთვისაა მნიშვნელოვანი. აუცილებელია სოციალური სტიგმის შემცირება და დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციას. ჩემი მოლოდინია ამ საკითხებზე საუბრის დაწყება - რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა პროცესში და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის აქტუალიზება.

გამოხმაურება შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს, მაგრამ მთავარია, ამ ინფორმაციამ სამიზნე ჯგუფამდე მიაღწიოს. ვფიქრობ, ბევრი აღმოაჩენს საკუთარ თავს ან ახლობელს და მათი ინფორმირებულობის ხარისხი გაიზრდება. ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კოლეგებიც შემოგვიერთდებიან.” 

Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლობიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლობიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 2020 წელს, responsible.ge-ს დაფინანსებით, ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა, რომელიც ფსიქოლოგებით, ფსიქიატრებითა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან - თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ვორქშოპებს და ჩართულნი არიან აკადემიურ საქმიანობაში. ცენტრმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:38

    „თეგეტა ჰოლდინგი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინ...

    21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს.  ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“  მხა...

  • 13:03

    თიბისი ტექსკოლის რეგისტრაციების დასრულებამდე სულ ც...

    თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...

  • 12:53

    თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმო...

    მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული.   ია...

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...