„თეგეტა ჰოლდინგი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მხა...
|
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლასთან" ერთად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კიდევ ერთ კურსი იწყება.
„წიგნების თაროს სკოლა" დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს „შემეცნება გართობით", რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის.
მოსწავლეები ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, მათი კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ: მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება.
სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით, საჩუქრად გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც "წიგნების თაროს" კრეატიული დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.
ახალ კურსზე სიახლეა მოწვეულ სტუმრებთან დაკავშირებით. გარდა მსოფლიო ლიტერატურის კურსისა, სკოლაში დარეგისტრირებული თითოეული მოსწავლე საჩუქრად მიიღებს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეების მასტერკლასებს. განვლილი კურსების განმავლობაში ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტარეს დათო გორგილაძემ, ბექა ადამაშვილმა, ცვატა ბერძენიშვილმა, კოტე მათითაშვილმა, დათო ევგენიძემ და ა.შ.
სკოლაში სწავლა 25 ოქტომბერს დაიწყება, რეგისტრაცია 27 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ვებგვერდზე: https://school.wignebistaro.ge
გაკვეთილების განრიგის, მასწავლებლების მოკლე ბიოგრაფიების და დამატებითი ინფორმაციის ნახვა ამავე მისამართზეა შესაძლებელი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა 12-მდეა შეზღუდული. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე. თითოეულ მოსწავლეს კურსის დამთავრების შემდეგ გადაცემა სერტიფიკატი.
ინფორმაციისთვის, არაფორმალური განათლების უნიკალური სივრცე, 2020 წლის გაზაფხულზე დაარსდა. შემეცნება გართობით - "წიგნების თაროს სკოლის" მთავარი პრინციპია, გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებით და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება.
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მხა...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები