0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში - სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ის ისტორიულ შენობაში, საქართველოში მსგავსი ტიპის პირველ, სრულიად განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს მომხმარებლებს.  მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ბრენდის ისტორიას და ღირებულებების ჰყვება და სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებსა და აღმოჩენებს სთავაზობს. 

აქ მოსული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც თიბისი მომხმარებლებს უკვე ბევრი წელია სთავაზობს. 

მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი მუდმივად მასპინძლობს განსხვავებული ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს. 

ქალაქის ცენტრალური შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო - Sheridan & Co-სთან ერთად, ახალი კონცეფციით გაცოცხლდა. 

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვან გამოცდილებასა და სხვადასხვა მომსახურებას, განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანები, შენობის 4 სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში აღმოაჩენენ. 

ბიბლიოთეკა:

მრგვალი დარბაზის ბიბლიოთეკის დიზაინი ძველისა და ახლის თანაკვეთაა, ის განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა და ახალი აღმოჩენებისკენ გიბიძგებთ. აქ მრავალ საინტერესო, იშვიათ წიგნს აღმოაჩენთ ბიზნესის მენეჯმენტის, კულტურის თუ ინოვაციების შესახებ. 

საგამოფენო სივრცეები

3 გალერეა თიბისის იმ ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც თიბისი წლებია ხელოვნებასა და ხელოვანებს უჭერს მხარს. საგამოფენო სივრცეები კარგად ნაცნობი არტისტების გამოფენებითაც გიმასპინძლებთ და დამწყებ ხელოვანებს და მათ პროექტებსაც გაგაცნობთ. 

საბანკო სივრცე:

საბანკო სივრცეში, შეგიძლიათ საუკეთესო პერსონალურ საბანკო მოსმახურება მიიღოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროთ.  

კაფე:

კაფის კონცეფცია, მყუდრო გარემო, სწრაფი და ამავდროულად ჯანსაღი კერძების მენიუ, სპეციალურად ბიზნეს შეხვედრებზეა მორგებული. 

სამუშაო სივრცე

სამუშაო სივრცე საუკეთესო გარემოა როგორც დამოუკიდებლად მუშაობისთვის, ასევე ახალ ადამიანებთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. შესვენების დროს კი, შეგიძლიათ საგამოფენო სივრცეებში და ბიბლიოთეკაში საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ. 

კოლექცია:

მუზეუმის მაღაზიის კონცეფციით შექმნილ საკოლექციო სივრცეში სპეციალური კოლექციებიდან შერჩეულ, საინტერესო დიზაინის ნივთებს აღმოაჩენთ.  მაღაზიას მომავალში ქართული ბრენდების ნაწარმიც დაემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...