1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა თიბისი კონცეპტში

 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023"-ის ფარგლებში, 13 მაისიდან მასპინძლობს ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის (1952- 2019) ფოტოგამოფენას „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“.

გამოფენაზე „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები”  წარმოდგენილი ფოტოები ასახავს  ოთხმოციანი წლების ისტორიას. ფოტოები გვიყვება როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში.  დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნებაა.

დავით სულაქველიძე დაიბადა თბილისში, 1952 წელს. ფოტოგრაფი განსხვავებული სფეროში ერთდროულად მუშაობდა, მეგობრობდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან - მეცნიერება, კინო, თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, როკმუსიკა, სპორტი...  და ისე გამოვიდა, რომ  70-80-იანი წლების თბილისის ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს სიღრმისეულად, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ისე ასახავდა. მისი  ფოტოები კარგად აჩვენებს მისწრაფებას თავისუფლებისკენ, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოვლინდა საზოგადოებაში.

დავით სულაქველიძემ  1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.  იგი იყო ფოტოგრაფთა ჯგუფის „თვალსაზრისი“  აქტიური წევრი მხატვრული ფოტოგრაფიის მიმართულებით. 1970 იანი წლებიდან  გატაცებული იყო როკით, თავისუფლებასთან ასოცირებული, საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკით. უკრავდა არაოფიციალურ კონცერტებზე ვალერი კოჩაროვთან, დათო ფოფხაძესთნ და სხვა მუსიკოსებთან  ერთად. ასევე, ადრეული პერიოდიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა  კარატეს კულტურის და საქართველოს კარატეს ფედერაციის  ჩამოყალიბებაში, 1988 წლიდან კი  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნაში. ამავე დროს იყო პროფესიონალი მსაჯი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით სულაქველიძე გრაფიკულ დიზაინს გაეცნო და ერთ-ერთ პირველ კერძო სტამბაში Calamus graphics studio დაიწყო მუშაობა.  

დავით სულაქველიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის სფეროები, ინტერესები, მის ფოტო-არქივს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების უშუალო მონაწილეს შიგნიდან დაეფიქსირებინა მოვლენები.

გამოფენის კურატორები არიან გურამ წიბახაშვილი, მარიამ წიქარიძე, ნიკა დუმბაძე

გამოფენის ხანგრძლივობა: 13 მაისი - 20 ივნისი, 2023
გახსნა: 13 მაისი, 17:00 საათი.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-20:00 საათი.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...