1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმირ ზელენსკი: იყავით სახლში, უყურეთ ფილმებს, ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, ხომ იცით, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის პერიოდში ახალგაზრდებს დემოგრაფიული კრიზისის გადაჭრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინული ტელეკომპნიის ICTV-ის გადაცემა „სიტყვის თავისუფლების“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მოქალაქეებმა, რომ არ დაინფიცირდნენ კორონავირუსით, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ საუკეთესო გზა სახლში დარჩენაა.

„იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს, ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, ხომ იცით, რომ ჩვენ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. ვფიქრობ, დადგა დრო, დავიწყოთ ამ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

„ყველას ვურჩევ სახლში დარჩენას – ეს სიმართლეა. თუ რამენაირად შეგიძლიათ დარჩეთ სახლში – სახლში ყოფნა შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. თუ გრძნობთ, რომ სიცხე გაქვთ, გთხოვთ, დაურეკეთ სასწრაფოდ ექიმს. ჩვენ დაგეხმარებით“, – მიმართა უკრაინის ლიდერმა მოსახლეობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები