1 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატივია თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში -ბაიდენი ზელენსკის

აშშ გააგრძელებს სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების დაწყებამდე უთხრა.

“ჩვენთვის პატივია თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში. 300 დღე – რთული დასაჯერებელია რამდენ ხანს ვცხოვრობთ ამაში. გრძელდება სასტიკი თავდასხმა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლებაზე, დავდასხმა უდანაშაულო უკრაინელებზე ყველანაირი მიზეზების გარეშე”, – თქვა ბაიდენმა.

მან დაგმო რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დავდასხმები და ზამთრის, როგორც იარაღის გამოყენების მცდელობები. ამავდროულად ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინელების წინააღმდეგობა “აგრძელებს მსოფლიოს შთაგონებას”.

“ამერიკელები ამაყად უჭერენ მათ მხარს, დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროპაში, იაპონიაში და ა.შ., რათა უზრუნველვყოთ, რომ გაქვთ ფინანსური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება, რომელიც გჭირდებათ. დღეს ამაზე ვისაუბრებთ… პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ომისთვის კრემლის მიერ ფასის გადახდის იძულებას და გავაგრძელებთ სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერას. ბატონო პრეზიდენტო, აშშ მხარს უჭერს უკრაიის მამაც ხალხს, მხარს გიჭერთ თქვენ როგორც დიდებულ ლიდერს”, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები