1 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა - თამარ გაბუნია

როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არისჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა და დაბალი ტემპერატურის დროს, სხვადასხვა დამწევი მედიკამენტის მიღება.

„ასეთ დროს, შეგვიძლია მივმართოთ ექიმს და მივიღოთ, თუნდაც, სატელეფონო კონსულტაცია. ოჯახის ექიმები მზად არიან, პაციენტთან ბინაზეც მივიდნენ. გასული 2 წლის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გვქონდა რეკომენდაცია, სატელეფონო კონსულტაციები გაეცათ. ახლა კი, როცა ყველაზე დაბალია COVID-19-ის გავრცელება, ექიმი, შესაბამისი ეკიპირებითა და ნორმების დაცვით, მივა ბინაზე, შეაფასებს მდგომარეობას, გასცემს დანიშნულებას“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდში, მათ მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ძირითადი დაავადება, თანმხლებმა ვირუსებმა არ გაართულოს.

„ამასთან, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე განმარტებით, ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც 6 თვის ასაკიდან, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ დღეს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები