0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს, უბრალოდ არ ვუყურებ” – გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescoreზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგემა თქვენს ცნობიერებში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები? რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) – ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე. მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები