0 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ზურა შევარდნაძე - დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული, ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი.. საპატრაძლო ტირის, სასიძო იგინება, საქმეა ახლა ეს?

"გარდენია შევარდნაძის" ეზოში დღეს ქორწილი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აკრძალვებიდან გამომდინარე ჩაიალა. ამის შესახებ ზურა შევარდნაძე წერს:

დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვევა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჯებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპატიური ოჯახი. საპატრაძლო ტირის, სასიძო იგინება ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება.. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის. საქმეა ახლა ეს?

ვეჭვობ, შბათის, კვირის და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც, რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ ასე არ ვიზარალებდით. რაცაა ისაა, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც ამ წესის დამდგენიც და ჩვენც. უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები