0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,400 ერთმანეთზე ჩახუტებული ექიმი ჩაქვში იმის დასტურია, რომ აქამდე გვატყუებდნენ”

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

"ახლა “დავღეჭოთ”
თემა:
კოვიდი დიდი,ფინანსური პირამიდაა, რასაც შეეწირა:
მრავალი ფინანსური ინსტიტუტი
მრავალი ავიაკომპანია
სრულად ტურიზმის სექტორი
სრულად შოუ და სამოდელო ბიზნესი
 ჯანმოს და აშშ-ს ურთიერთობა,
გამყარდა ჯანმოს, რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობა
გაძლიერდა ჩინეთი
გამეფდა პუტინი
არ დასუსტდა ტრამპი, მიუხედავად ანტიკორონული განწყობისა
არ დასუსტდა ლუკაშენკო, მიუხედავად კორონის უარყოფისა
მერკელის სავარძელი შეირყა, ხალხის ანტიკოვიდ აკრძალვების საპროტესტო აქციის ფონზე
საფრანგეთში ლიდერობს ლეპენი, როგორც ანტიგლობალისტი
სოროსი ემუქრება ტრამპს განადგურებით
გაძლიერდა ერდოღანი
ნოემბერში აშშ-ში გაიმართება ცოცხალი ბრძოლა ანტიგლობალისტებსა და გლობალისტებს შორის, რეზულტატის შესაბამისად გადანაწილდება დარჩენილი სამყარო.
მონსტრი სახელმწიფოების გარდა, მსოფლიო ჩვენი ჩათვლით, მხოლოდ ხურდებია, დიდი მოთამაშეების ფონზე…რასაც ჩაგვძახებენ, იმას ამოვძახებთ, არადა გაგვანადგურებენ!
რაც მთავარია!!!
ყველა ხედავთ, რომ ერთი წუთით არ გაჩერებულა საქართველოში გზების და 5G ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დატესტვა, ესეიგი ჩვენი ქვეყანა ხდება სრულად კონტროლირებადი კოსმოსიდან და მთავარი, გამტარი არტერია აზიასა და ევროპას შორის.(რა ტვირთი გაივლის ამაზე ალბათ არ გვინდა დაკონკრეტება)
ყოველივე ზემოთხსენებულს
აქვს თავისი პლუსებიც, მაგრამ თავისი მინუსებიც!
ჩვენ მაქსიმალურად ჭკვიანური “თამაშით” უნდა გავიდეთ ფონს.
რადიკალიზმი-დამღუპველია!
კარგი იქნებოდა, არჩევნების გადატანა ნოემბრისთვის, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ცნობილი გახდება და ჩვენ, როგორც ოთხი წლის წინ არ დავუშვებთ შეცდომას და წინასწარ არ მივულოცავთ წაგებულ კანდიდატს(სწორედ ამიტომ არ გაგვიკარა დაბოღმილმა ტრამპმა ოთხი წელი)
ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მილიარდობით ვალი, მევალეებს კი მორჩილება შვენით…
P.S. ეს შეულამაზებელი რეალობაა, 400 ერთმანეთზე ჩახუტებული ექიმი ჩაქვში კი იმის დასტური, რომ აქამდე გვატყუებდნენ…
გლობალურად კი ოდესმე დიდი სასამართლო პროცესი ჩატარდება!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები