0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეს რომ მიშას გაებედა, თავს მოვაჭამდით – ქოცს ჰკიდია და “გულაობს”

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეიდან ძალაში შედის კანონი, რომლითაც ნებისმიერ ტელევიზიას ერთხელ დაჯარიმების შემდეგ ლიცენზიას ართმევენ სრულიად გაუგებარი მოთხოვნების დარღვევის გამო. ანუ ხურავენ ტელევიზიას. ვინც ვერ აცნობიერებთ ეს რას ნიშნავს, გეტყვით, რომ ერთ კვირაში ბექაურს შეუძლია ყველა ტელევიზია დახუროს. თან კანონიერად. 

ეს ცვლილება შეაპარეს ჩუმად, პანდემიის დროს, 21 მაისს, ისე რომ ვერავინ ვერაფერი გავიგეთ. ეს რომ მიშას გაებედა, თავს მოვაჭამდით, შიგნით ჩვენ და გარეთ საერთაშორისო საზოგადოება, ეგრევე ავტეხდით კივილს და გარწმუნებთ, დაიხევდა უკან. ბევრჯერ დაუხევია. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად მაინც. 

ქოცს კიდია. გავასაჩივრეთ ოთხმა ტელევიზიამ საკონსტიტუციოში, მაგრამ სანამ ეგ რამეს დაადგენს, ან ვიქნებით ან არა. თან ისეთი თავხედობაა, რომ გიკვირს ეს როგორ გაიფიქრეს და როგორ გაბედეს, ლენჩდები, გაოგნება გემართება. აი, თქვენც ხომ არ გჯერათ ახლა რასაც ვწერ და გგონიათ რომ ვაზვიადებ? ეგ არის ზუსტად ქოცის უპირატესობა – ისეთი გადღაბნილი და დაუჯერებელი ბოროტებაა, რომ ჯერ ვერ იჯერებ რომ ეგეთია, მერე გაოგნებს და ამასობაში გულაობს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები