0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“თუ ვინმე შეეცდება ხელი შემიშალოს, არ დავმალავ” – გრიგოლიას კომენტარი წასულ თანამშრომლებზე

TV პირველის ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ არხიდან წასულ კოლეგებზე გული წყდება, თუმცა თავად არსად წასვლას არ აპირებს:

“მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას, TV პირველია ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც, სხვა არხი იშვიათად მინახავს, რომელიც ამ ხელებით გავზარდე მეც სხვებთან ერთად და რომელშიც მთელი სასიცოცხლო ენერგია ჩავდე. ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე: დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე. რთულად გადავიტანე მათი წასვლა

ტელევიზიაც ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც სხვა ნებისმიერი სფერო და მძიმე დანაკარგები და დიდი მატებები არხზე, მომავალში ალბათ კიდევ იქნება.

თუ როდესმე ვიგრძნობ, რომ ჩვენს თავისუფლება რამე ემუქრება და ვინმე შეეცდება ხელი შემიშალოს პროფესიულ საქმიანობაში, არ დავმალავ. ამ ტელევიზიის მთელი ხიბლი კი იყო, არის და იქნება სხვადასხვა გემოვნების ადამიანების, მათ შორის თუნდაც პოლიტიკურისაც, მუშაობა. ხშირად ერთმანეთს არც ვეთანხმებით, ვკამათობთ, მაგრამ სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ამ ტელევიზიის ხიბლი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები