2 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ გუბერნატორები საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე უარს იტყვიან, მე გავგზავნი სამხედროებს – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც აშშ-ის ხელისუფლება არეულობის აღსაკვეთად გადადგამს.

„მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ძალადობა და აღვადგინო აშშ-ის მოქალაქეთა უსაფრთხოება. მე ვახდენ ყველა ხელმისაწვდომი ფედერალური რესურსის მობილიზებას, ეს ეხება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალს, რათა არეულობა და ძარცვა შეწყდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ეს ზომები ძალაში დაუყოვნებლივ შედის. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს მან გუბერნატორებს მოუწოდა, გამოიყენონ ეროვნული გვარდიის დახმარება, რათა ქუჩაში „დომინირება მათ შეძლონ“. მისივე თქმით, მერებმა და გუბერნატორებმა უნდა გამოიყვანონ საჭირო რაოდენობით სამართალდამცველები, ვიდრე არეულობა არ დასრულდება.

„თუ ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე უარს იტყვის, მაშინ მე გავგზავნი ამერიკელ სამხედროებს და სწრაფად მოვაგვარებ პრობლემას მათ ნაცვლად. მე ასევე გადავდგამ გადამწყვეტ ნაბიჯებს, რათა დავიცვა ჩვენი დედაქალაქი ვაშინგტონი. რაც ამ ქალაქში გუშინ მოხდა, სამარცხვინო იყო. ახლა, როდესაც თქვენთან ვსაუბრობთ, მე ვაგზავნი ათასობით მძიმედ შეიარაღებულ სამხედროს, სამართალდამცველებს, რათა არეულობა, ძარცვა და ვანდალიზმი შეწყდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, დღეს, 19:00 საათიდან ვაშინგტონში ძალაში შედის კომენდანტის საათი და ვინც მას დაარღვევს, დააპატიმრებენ და გასამართლდება კანონის მკაცრი დაცვით. ტრამპის თქმით, არეულობის ორგანიზატორებს პატიმრობა ელოდებათ.

„ეს ეხება „ანტიფას“ და სხვებს, ვინც იწვევს ამ არეულობას. ერთი კანონი და წესი. ჩვენ გვაქვს ერთი კანონი. ამერიკის შეერთებული შტატები დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. ეს არის მთავარი პრინციპი, რაც განაპირობებს კეთილდღეობასა და თავისუფლებას. მაგრამ სადაც კანონი არ სრულდება, არ არსებობს შესაძლებლობებიც, სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არც თავისუფლებაა, სადაც არ არის უსაფრთხოება – მომავალი არ არის“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები