1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით სევდიანია ის, რომ, მგონი, ლაშა ტალახაძე თავადაც ვერ ხვდება საკუთარ სიდიადეს და ხან “ორმოზდარვა”-ს იძახის პოლიტიკურ რეკლამაში და ხან ვიღაც პოლიტიკოსებს ეხუტება”

ფსიქოლოგი, პედაგოგი და სპიკერი ცვატა ბერძენიშვილი ძალოსან ლაშა ტალახაძის ირგვლივ განვითარებეულ სკანდალს ეხმაურება.

“ლაშა ტალახაძე უდიდესი მოვლენაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ხაზს ვუსვამ – მსოფლიო სპორტის (!) და არამხოლოდ ქართული სპორტის, ან მხოლოდ ძალოსნობის.

მისნაირი სპორტსმენები ათწლეულებში ერთხელ იბადებიან. წლების შემდეგ, როდესაც კარიერას დაასრულებს, ოქროს ასოებით შევა სპორტის ისტორიაში და მსოფლიოს უდიდესი ათლეტების გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებს.

ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით სევდიანია ის, რომ, მგონი, თავადაც ვერ ხვდება საკუთარ სიდიადეს და ხან “ორმოზდარვა”-ს იძახის პოლიტიკურ რეკლამაში და ხან ვიღაც პოლიტიკოსებს ეხუტება. მისი სახელი თაობებს დარჩება და ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს მის სახელს და ავტორიტეტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ხვალ აღარავის ემახსოვრება.

ცრემლებამდე სევდიანი ამბავია, მართლა…

P.S. კი, ოლიმპიადაზე ვუქომაგებ ისევ – სხვანაირად არ შემიძლია”, – წერს ცვატა ბერძენიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები