1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბატონო ბიძინა, საპრეზიდენტო არჩევნების ორ რაუნდს შორის, თქვენ ტელევიზორით მიმართეთ მოსახლეობას და თხოვდით მათ, თქვენი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. მითხარით, რა შეცვალეთ ამ ერთი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ?"

"თქვენ მართავთ ამ ქვეყანას უკვე 7 წელია, გთხოვთ ამიხსენით, თუ რატომ არ გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში გაწერილი სტრატეგიული განვითარების გეგმა?" - ამის შესახებ ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს:

"კითხვები ბატონ ბიძინა ივანიშვილს:

ბატონო ბიძინა, 29 ოქტომბრის თქვენს წერილში თქვენ აღნიშნეთ , რომ

"ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს".

ჩემი კითხვა თქვენთან არის შემდეგი:

თქვენ მართავთ ამ ქვეყანას უკვე 7 წელია, გთხოვთ ამიხსენით, თუ რატომ არ გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში გაწერილი სტრატეგიული განვითარების გეგმა?

რატომ არის ამ შვიდი წლის შემდეგ ბიზნესი ინერტული?

რატომ არ აქვს შვიდი წლის შემდეგ სახელმწიფოს საკმარისი ბიუჯეტი წყალტუბოს აღორძინებისთვის?

შვიდი წლის შემდეგ რატომ არ არიან ქვეყანაში თითქმის არცერთი უცხოელი ინვესტორი?

რატომ არის შვიდი წლის შემდეგ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები იგივე, რაც იყო 2005 წელს?

ბატონო ბიძინა, ამ შვიდი წლის განმავლობაში თქვენ საინვესტიციო კლიმატი მუხლებზე დააყენეთ, თქვენ სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები უარით ისტუმრებენ საქართველოთი დაინტერესებულ ინვესტორებს საზღვარზე, თქვენი სასამართლოები უცხოელ ინვესტორებს არასამართლიანად ექცევიან და თქვენი მთავრობა კი უუნარო აღმოჩნდა დაეხმაროს იმ ინვესტორებს, რომლებსაც პრობლემების მოგვარება სურთ.

ეს ქვეყნა გადააქციეთ თქვენი და თქვენი უცნობი პარტნიორების სანადირო ველად.

თქვენ გააღატაკეთ ქართველი მოსახლეობა და ჩვენი GDP დოლარში 2019 წლის ბოლოს იმაზე დაბალი იქნება ვიდრე 2012-ში, როდესაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში.

და ეხლა არსაიდან გსურთ, რომ გახდეთ შავ ცხენზე ამხედრებული ზორო და გადაარჩინოთ იმერეთი იმ სიღარიბეს, რომლის არსებობაშიც თქვენმა მთავრობა ითამაშა დიდი როლი და მათ მისცეთ სამსახურები, როდესაც 7 წლის განმავლობაში თქვენმა არაადეკვატურმა რეგულაციებმა სამსახურის გარეშე დატოვა ისინი?

ზუსტად ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების ორ რაუნდს შორის, თქვენ ტელევიზორით მიმართეთ მოსახლეობას და თხოვდით მათ, თქვენი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა, რათა მოგცემოდათ შესაძლებლობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გამოგესწორებინათ.

ზოგიერთმა მიამიტმა ადამიანებმა დაგიჯერეს და თქვენი კანდიდატიც გახდა პრეზიდენტი, გთხოვთ მითხარით, რა შეცვალეთ ამ ერთი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ?

ჩვენ ეხლა უფრო უარესად ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ.

ეხლა კი გაშლილი ხელებით გვთავაზობთ, რომ გაყიდოთ წყალტუბოს საინვესტიციო პროექტი თქვენს მიერ დაწესებულ ფასად, წარმატებას გისურვებთ უპასუხისმგებლო ინვესტორის მოძიებაში, რომელიც თანახმა იქნებოდა ამაზე თქვენი შვიდწლიანი მმართველობის შემხედვარე, როდესაც ეხლა, ისე როგორც არასდროს, თქვენი ძალაუფლება ყველაზე მეტად დგას კითხვისნიშნის ქვეშ," - წერს ფადი ასლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები