1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"შეგიძლია, მანამ წახვიდე მაგ ქალაქიდან სანამ მოკვდები" - ანა დოლიძეს ემუქრებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. 

“შეგიძლია, მანამ წახვიდე მაგ ქალაქიდან სანამ მოკვდები და ისიც შეგიძლია შენი სიკვდილის შიში ისედაც შეწუხებულ, გლოვაში მყოფ ხალხს თავზე არ მოახვიო. დარწმუნებული ვარ თქვენი ვიწრო ჭკუით, რაღაც საინტერესო დაწერე გგონია, მაგრამ შენნაირი გაუნათლებელისგან მეტს არც არაფერს ველოდით. 

თქვენს პარტნიორებსაც თუ გაიყოლებთ პარლამენტიდან ან თქვენი თქმით, უპატრონო ქალაქს იქნებ ვინმემ მაინც მიხედოს. 

ამ ქალაქში მსგავს ინციდენტებს არავის ვუსურვებ, მაგრამ ერთი რაც ვიცი, ის არის, რომ თქენ და თქვენნაირებს სიკვდილის კი არ უნდა ეშინოდეთ, არამედ თან უნდა დაგსდევდეთ ყველგან, სადაც ხართ. გაზის აფეთქებით არა მაგრამ თქვენივე გაფართოებული კრიმინალის მსხვერპლი მაინც უნდა ხდებოდეთ ყოველდღე. 

შეგიძლია აწი ამის შიშით იცხოვრო”. - დოლიძის განცხადებით, მუქარებს რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს.

 “სტატია “სიკვდილის სავსე ქალაქი” 2018 წლის 8 მაისს გამოვაქვეყნე “ლიბერალში.” მირჩევნია, ის საერთოდ არავის ახსოვდეს, თუმცა რადგან ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და სახელმწიფო ყველა სფეროდან თითქმის ხელს იბანს, ჩვენი სიცოცხლეები მუდამ საფრთხეშია, ტრაგედიები ხდება, და სტატიაც აქტუალური რჩება. დღეს ტროლების დიდი შემოტევა იყო, უმეტესობა დავბლოკე, თუმცა კონკრეტული ხალხისაგან მუქარებს ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე. აი, ერთერთი კონკრეტული სახელით და პიროვნებით”, – წერს დოლიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები