2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“შსს-ს ვაკეში კერძო ბორდელი აღმოუჩენია, სადაც “ელიტა” დაიარებოდა..” – მაია ორჯონიკიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მაია ორჯონიკიძე Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ახლა ერთ ამბავს მოვყვები გვარ-სახელების გარეშე,მაგრამ ნაღდს 

მოკლედ,ამასწინათ ერთი ახლობელი მიყვებოდა- საბჭოთა კავშირის დროს ბაბუა მოსამართლე ჰყოლია:

60-იანი წლების მეორე ნახევარია და შსს-ს აღმოუჩენია კერძო ბორდელი ვაკეში ნუ მოკლედ ეს ბორდელი რეალურად იყო იმდროინდელი სტანდარტებით ერთი კარგად მოწყობილი ვაკის ბინა,რომელშიც პერიოდულად გაცუღლუტებული ცალკეული მინისტრები,მდიდარი “პადპოლნი” ე.წ.ცეხავიკები და მსგავსი საბჭოთა “ელიტა” დაიარებოდა.

ამ გაცუღლუტებულ მაღალჩინოსნებს კი იქ ახვედრებდნენ ძვირადღირებულ კურტიზანკებს,ხალხურად რომ ვთქვათ-ბოზებს,რომლებსაც ერთ ღამეში 100 მანეთსაც (საბჭოთა ადამიანის სტანდარტული ერთი თვის ხელფასი) უხდიდნენ ხოლმე და მეტსაც. ბუნებრივია,ელიტარული პროსტიტუცია ძვირად ფასობდა და გაცუღლუტებული საბჭოთა ნომენკლატურაც არ იშურებდა ფულს ასეთი ქალბატონებისთვის,რომელთა უმრავლესობასაც როგორც მერე გაირკვა-ქმარ-შვილიც და პატიოსანი ოჯახის დედის სახელიც ჰქონია.

ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს ამ ელიტარულ ბორდელს შსს დასცემია და სუტენერიც აუყვანია. დაკითხვაზე სუტენერს ძველმა და გამოცდილმა “კადრებმა” ელიტარული ბოზების მთელი სია ჩამოარაკრაკებინეს,ეს რომ არ ექნა-ბრალი ბევრად უფრო დაუმძიმდებოდა და მანაც გამომძიებელს მხიარული ქალების სრული სია შეუდგინა.

გაიმართა დახურული სასამართლო და ამ ჩვენი ლამაზმანი ბოზების სია,ფულზე რომ მინისტრებთან კოტრიალობდნენ-სწორედ იმ მოსამართლის ხელში აღმოჩნდა,ვინც ჩემი ახლობლის ბაბუა იყო,აწ განსვენებული. მოკლედ ჩაიფარცხა ბუნებრივია ის ამბავი,რადგან ბევრი მაღალჩინოსანი იყო გარეული და პატიოსან საბჭოთა საზოგადოებას,რომელშიც როგორც ვიცით-სექსი საერთოდ არ არსებობდა-ამ ამბით დიდი ჩირქი მოეცხებოდა.

ჩაფარცხვით კი ჩაიფარცხა,მაგრამ იმ მოსამართლეს სამუდამოდ დაამახსოვრდა ამ სიის ერთ-ერთი ლამაზმანის
სახელი,რადგან მაშინაც და დღესაც ეს ქალბატონი,აწ უკვე კარგად ხანში შესული-საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი “სახეა” და მეტიც-პოლიტიკურ დებატებშიც კი კარა ხანია იწვევენ -განსაკუთრებით 2012 წლის მერე,როდესაც ეს ყოფილი კურტიზანკა სააკაშვილს მორალისტური რისხვით სავსე ტირადებით აცხრებოდა ხოლმე თავს ეკრანებიდან 

აი მოსამართლე ბაბუა კი თურმე მთელი ცხოვრების მანძილზე,როცა ეკრანზე დაინახავდა-ოჯახის წევრებს თვალს ეშმაკურად ჩაუკრავდა და გულიანად იცინოდა-აგერ,ისევ ჩემი კლიენტია ტელევიზორშიო))

ჰოდა არ ვიცი უნდა ამ ამბავს ვითომ ბოლოთქმა? 

მაინც ვიტყვი-მეგობრებო,ბებერი ყავლგასული ბოზების მძევლად ნუ გახდით ამ ქვეყნის მომავალს!

მადლობა ყურადღებისთვის "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები