1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“როდემდე უნდა ეგონოთ ჩლუნგ გრუზინებს, რომ ქალთან სექსი ქალის დამცირება და შეურაცხყოფაა”

როდემდე უნდა ეგონოთ ჩლუნგ გრუზინებს, რომ ქალთან სექსი ქალის დამცირება და შეურაცხყოფაა,-ამის შესახებ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ფოტოსთან დაკავშირებით წერს, სადაც ექიმი ბაჩო შენგელია ინტიმურ ვითარებაშია გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ სურათი თავად შენგელიამ გაავრცელა.

“როდემდე უნდა ეგონოთ ჩლუნგ გრუზინებს, რომ ქალთან სექსი ქალის დამცირება და შეურაცხყოფაა და მის რასაზე და ეროვნებაზე თავდასხმაა? რა საყრუეთში და გამოქვაბულში ცხოვრობენ ასეთში, რომ ვეღარასდროს გამოვიდნენ???

ანუ ქალი სახმარი ნივთი ჰგონიათ და არა ადამიანი, სექსი კი მხოლოდ კაცის სიამოვნების წყარო, საიდანაც ქალი ვერ ხეირობს.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სექსის მერე ბედნიერი ქალი არასოდეს უნახავთ და სექსის მერე მხოლოდ დასჯილ, დამცირებულ პარტნიორებს ხედავდნენ, რაც ავად მეტყველებს ამ კაცების სექსუალურ უნარებზე, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე და სხვის დამცირებაზეა ორიენტირებული.
პ.ს. ასეთი ფოტოს ასეთი კომენტარით გავრცელება ქალის თანხმობის გარეშე, სსკ დანაშაულია და ველი გამოძიების შედეგებს. ალბათ ხვდებით, რომ ასეთი კომენტარით ასეთი ფოტოს განთავსებას ქალი არ დათანხმდებოდა. დარწმუნებული ვარ, არც უკითხავს მისთვის და ვიცი, რომ უკვე ჩამოხსნა და ჩაისვარა, მაგრამ პასუხს შსს მაინც მოსთხოვს”, – წერს პატარაია “ფეისბუქზე”.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები