0 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქართველი ჟურნალისტების ოჯახში აყვანილი ბავშვის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ნინო ხაჟომია ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

ჟურნალისტ ნინო ხაჟომიას ემოციურ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "მე და ჩემი ბიჭები დიდ მადლობას გიხდით ამდენი სითბოსთვის,“- წერს ხაჟომია.   

 შეგახსენებთ, რომ ნინო ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის მეუღლეა. მისმა სტატიამ დღეს სოციალური ქსელი მოიცვა და გულიც ბევრს აუჩუყა.უცვლელად გთავაზობთ ვრცელ სტატიას.


ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი

„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით წესით უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული. ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ე.წ. „მიმდინარეობა“, რომელიც ეწიანაღმდეგება ყველანაირ პროგრესულ იდეას და მათ შორის კრძალავს ინ ვიტრო განაყოფიერებას. სხვათა შორის, წლების მერე, ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, რომ ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. ვუპასუხე: ღმერთს თუ უნდოდა უშვილო ვყოფილიყავი, მაშინ ინ ვიტროც წარუმატებელი იქნებოდა თქო და მოდი ანათემაზე ბებიაშენი გადაეცი თქო.

საბა გაჩნდა წარმატებით, თუმცა 9 თვის განმავლობაში სულ იყო იმის საშიშროება, რომ მომშლოდა. ამ პერიოდში არ მტოვებდა იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა მეორე შვილი, რომელსაც ვიშვილებდი...

ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობაც ქონდა.

რამდენიმე ათეული წლის წინ, გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი.

ეს ფიქრი რეალურად მაშინ განვახორციელე, როცა საბა წლინახევრის იყო და მე და ჩემი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩავდექით....

ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ჩვენი მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მორწმუნეა, ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. ამბობდა, რომ ეს „სირცხვილია“, რომ გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და არ გვეცოდინებოდა, როგორი გაიზდებოდა ჩვენი აყვანილი შვილი. ყურს არ ვუგდებდი არავის.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში შვილად აყვანის ორი გზა არსებობს: არალეგალური და ლეგალური. არალეგალური გზა იმაში მდგომარეობს, რომ წინასწარ არჩევ ქალს, რომელიც არის ორსულად და არ უნდა აბორტის გაკეთება ან ვერ გაიკეთა და აჩენს შვილს მისი შემდგომში გაშვილების მიზნით. ასეთ ქალებს უხდიან ფულს და ბავშვი სამშობიაროდან გამოდის უკვე მიმღები ოჯახის სახელით და გვარით. ოღონდ აუცილებლად რეგიონის სამშობიაროები უნდა იყოს, სადაც ადვილია ექიმებთან გარიგებაც. ზოგი ბავშვი 2,000 დოლარი ღირს, ზოგი 5, 000 და ზოგიც 10,000.

თავიდანვე ლეგალური გზა ავირჩიეთ. ოფიციალურად გავაფორმეთ განაცხადი შვილად აყვანაზე. განაცხადის ფორმაში შეგიძლია მიუთითო ის ძირითადი პირობები, რომელსაც ბავშვს უყენებ: ვთქვათ სასურველი კანის, თმის ან თვალის ფერი, ეთნიკური ან რელიგიური წარმომავლობა, ფიზიკური მონაცენები და ასე შემდეგ. იმისათვის რომ დაგვეჩქარებინა პროცესი, არანაირი წინაპირობა არ მიგვითითებია. ყველანაირ ბავშვზე ვიყავით თანახმა.

მიუხედავად ამისა რიგში ზუსტად 10 წელი ვიდექით!

განაცხადის გაკეთებიდან 4 წლის თავზე დავრეკე სააგენტოში, სადაც მითხრეს, 662-ე ხარ რიგშიო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, 70-80 წლის ასაკში მოგვიწევდა ბავშვის აყვანა! აქ საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან. მზრუნველობამოკლებული ბავშვები კი არიან საქართველოში, მაგრამ გასაშვილებელთა სიაში ბავშვი არ ირიცხება, თუ 6 თვეში ერთხელ მაინც მას ვიღაც აკითხავს ბავშვთა სახლში. ეს შეიძლება შორეული ნათესავიც იყოს და ბავშვი მას ვერც კი ცნობდეს და ასე იცხოვროს ბავშვთა სახლში სრულწლოვნობის ასაკამდე, მაგრამ ის მოიაზრება პოტენციურად საკუთარ ოჯახში დასაბრუნებელ ბავშვად. ამიტომაცაა გრძელვადიანი პროცესი ბავშვის შვილად აყვანა.

ასე გავიდა მოლოდინის 10 წელი. 2013 წლის 28 დეკემბერი იყო. საახალწლო სამზადისში ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, ბავშვი გამოჩნდა და მისი ნახვა, რუსთავში, მიმღებ ოჯახში შეგიძლიათო. ნიკოლოზი ქვია და ის 9 თვის არისო. ჯერ მეგონა, რომ კომედი შოუს ბიჭები წინასაახალწლო ხუმრობას იღებდნენ ჩემზე. ჩემი გათვლებით, ასე ადრე რიგს არ უნდა მოეწია. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ნიკოლოზი ე.წ. ყველასგან „დაწუნებული ბავშვი“ იყო...

გადავწყვიტე, მეორე დღესვე მენახა ბავშვი. საბა მაშინ უკვე 11 წლის იყო.

წინა ღამით არ მეძინა. ეს იყო ყველაზე კრიზისული ღამე ჩემს ცხოვრებაში. უეცრად შემეშნდა ყველაფრის. შემეშინდა იმის, რომ რაღაც მომენტში მეტი ყურადღება არ მიმექცია საბასთვის და ნიკოლოზი არ გადასულიყო მეორე ადგილას, რომ არ მეგრძნო უცებ, რომ შეცდომა დავუშვი, რომ არ გამომეჩინა სისუსტე და ნათესავების შეგონებებისთვის ყური დამეგდო. ეს იყო ბრძოლების ღამე, რომელიც ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილება მივიღე.

ჩვენმა პირველმა შეხვედრამ რუსთავში ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნა. დავინახე თუ არა პლედებში გახვეული ბავშვი, მივხვდი, რომ ის ჩემი შვილი იყო, რომელსაც 10 წელი ველოდებოდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები