1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,გზებზე, სადაც მხოლოდ ავტობუსმა უნდა გაიაროს, რატომ მიწერს ინგლისურად BUS LANE-ს?"

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის "სტატუსს" აქვეყნებს.

"ვერ ვხვდები, ჩემი სახელმწიფო მე, მისსავე მოქალაქეს ჩემს სახელმწიფოში ინგლისურად რატომ უნდა მელაპარაკებოდეს?
გზებზე, სადაც მხოლოდ ავტობუსმა უნდა გაიაროს, რატომ მიწერს ინგლისურად BUS LANE-ს?
სახელმწიფო ენა ქართულია და ძალიან გთხოვთ, დააწერეთ ქართულად - "ავტობუსის ზოლი", "ავტობუსთვის" ან "მხოლოდ აცტობუსითვის" ან სხვა ამდაგვარი.
რა გამოდის? თავად სახელმწიფო აღრვევს კანონს და სხვას პასუხს სთხოვს?
ეს ხომ წარმოუდგენელია?
არ გაქვთ უფლება, დააჯარიმოთ ამ ზოლზე გავლილი მძღოლი, თუ გეტყვით, რომ მან ინგლისური არ იცის და ვერ მიხვდა, რა ეწერა.
არ გაქვთ უფლება, სხვას მოსთხოვოთ პასუხი, როცა თავად თქვენ არღვევთ.
იყოს ინგლისურადაც და თურქულადაც, სხვა ენაზეც, მაგრამ არა ქართულის უგულვებელყოფის ხარჯზე.
მომწონს საზტრანსპორტისთვის გამოყოფილი ხაზი, მაგრამ არ მომწონს სახელმწიფი ენაზე უარის თქმა.
აუცილებლად გამოსასწოებელი საკითხია.
ფოტოები აღებულია პალიტრა ტვ-ს ვიდეოდან,"-წერს ჩანადირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები