1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილით დასვენება მოგინდებათ, სიზარმაცე შემოგიტევთ. მნიშვნელოვან საქმეებს შუა დღიდან შეუდექით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, უფროსთან. დღეს შეიძლება მოგეჩვენით, რომ სიმართლეს გიმალავენ. ზოგიერთს მივლინება ელის. 

კურო
ნუ გადავარდებით ილუზიებში, ნუ მოიტყუებთ თავს. განსაკუთრებით, მაისის შუა რიცხვებში დაბადებულები. საქმებით დატვირთული დღის ბოლოს გასამხიარულებლად მეგობრებს შეხვდით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან. დააკვირდით მათ ჯანმრთელობას, სკოლისთვის მზაობას. 

ტყუპი
დასვენების, თავისუფლად მოქმედების, შემოქმედებითი საქმიანობის დილა გელით. პირადი ურთიერთობა დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მიმდინარე საკითხები და საოჯახო საკითხები დღის მეორე ნახევარში განიხილეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
ნუ იქნებით ჭირვეული, ფანტაზიორი. გაუფრთხილდით საფულეს, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მივლინება, საქმიანი შეხვედრები, ინფორმაციის მოძიება. დოკუმენტებზე მუშაობისას გამოასწორეთ შეცდომები. 

ლომი
დილით მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. მნიშვნელოვანი საქმეები შუადღისთვის დაგეგმეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, სიმპათიის ობიექტთან. საღამოს მოაგვარეთ საოჯახო და ფინანსური საკითხები. 

ქალწული
დილით დაღლილობასა და მოთენთილობას თავს ვერ დააღწევთ, თუ კარგად არ გამოიძინებთ. სამუშაო მწყობრში მოსულმა დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. 

სასწორი
დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ დაწყებული პროექტები. საღამო შემოქმედებით საქმიანობას, ფანტაზიას, სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. 

მორიელი
მოერიდეთ გარშემო მყოფებზე, მოვლენებზე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას; დაელოდეთ სიტუაციის განვითარებას. ახალი იდეები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ. დღეს მიხვდებით, ვინ არის თქვენი მეგობარი და ვინ - მტერი. 

მშვილდოსანი
შემოქმედებითი იდეები დღის პირველ ნახევარში განახორციელეთ. მოგვიანებით იზრუნეთ დაწინაურებაზე. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, აუჩქარებლად იმოქმედეთ. დღეს ჯანმრთელობაზეც გმართებთ ზრუნვა. 

თხის რქა
დღევანდელ დღე დასვენების, გამოძინები საშუალებას მოგცემთ. ყურადღებით განიხილეთ ახალი საქმიანი შემოთავაზებები. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მივლინებისთვის. ზოგიერთი უცხოეთიდან სასიამოვნო ამბავს შეიტყობს. 

მერწყული
პირადი ურთიერთობა დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. საქმიანი - დღის მეორე ნახევარში. გაგიუმჯობესებათ დამოკიდებულება სიმპათიის ობიექტთან. პარტნიორების მიმართ მეტად გამოავლინეთ ლოიალურობა. 

თევზები
კარგი დღეა პროექტების, საქმეების დასასრულებლად. ადვილად წარმართავთ საუბარს ბიზნესპარტნიორებთან. დიალოგის დროს მეტი მოუსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები