მსოფლიო
25 ივლისის მონაცემებით „ფონდი ნატახტარში” 100,337 ლარი შეგროვდა
2016-07-26 15:41:23
პროექტის "იზრუნე მომავალზე” ფარგლებში, „ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა დასასრულს უახლოვდება. 25 ივლისის მონაცემებით ფონდში 100, 337 ლარი შეგროვდა.
ეს თანხა გამოიყენება ფონდის ბენეფიციარების პროფესიულ მომზადებასა და განათლებაში რათა მათ მომავალში ადვილად შეძლონ დასაქმება.უკვე მეხუთე წელია, რაც "ნატახტარის ლიმონათის“ მასშტაბური საქველმოქმედო პროგრამა „ფონდი ნატახტარისა” და მისი პარტნიორი ორგანიზაცია, "ჩემი სახლი _ საქართველოს” წარმომადგნლების მონაწილოებით მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებები, მეხუთე ტალღის შედეგად შეგროვებული თანხის მოცულობა და სამომავლო გეგმები საზოგადოებისთვის 17 აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი. „ფონდ ნატახტარში“ თანხის შეგროვების პროცესი გრძელდება 17 აგვისტომდე.
შეგახსენებთ, რომ "ფონდი ნატახტარმა" პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში მეხუთე ტალღის განხორციელება მაისში დაიწყო. ცნობისთვის, კომპანია "ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა "ფონდი ნატახტარი" და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" განხორციელება. ყოველწელს, 3 თვის განმავლობაში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 2011 წლიდან ფონდში შეგროვდა 587857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით
კომენტარები