1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ ორ აფეთქებს 10 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეოკადრები)

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ორ აფეთქებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც მინისტრმა განმარტა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები