მსოფლიო
ივლისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2016-06-28 23:31:43
ვერძი
ივლისი ვერძისთვის პოზიტივით სავსე თვე იქნება. თქვენ მიიღებთ უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას და პირველად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მისცემთ თავს მოშვებისა და არაფერზე ფიქრის უფლებას. პროფესიულ ასპარეზზე სრული წესრიგია. ბევრი პრობლემა, რომლებსაც გასაღებს ვერ უძებნიდით, მოგვარდება და წარსულს ჩაბარდება. დასრულდება გაუთავებელი შემოწმებები მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, მოგვარდება იურიდიული ხასიათის საკითხები. ამ თვეში ვერძის ჰორიზონტზე კვლავ გამოჩნდებიან ძველი და საიმედო პარტნიორები, რომლებთან ურთიერთობის აღდგენაც ორივე მხრისთვის სასარგებლო იქნება. წარმატებულად მიდის თანამშრომლობა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კონტრაქტორებთანაც. მთლიანობაში, სიტუაცია უფრო კარგია, ვიდრე უბრალოდ წარმატებული. ივლისში ვერძს გადაუხდიან ფულს, რომლის მიღების იმედიც უკვე დაკარგული ჰქონდა.
2016 წლის ივლისი ვერძისთვის ყველანაირად წარმატებული თვეა – ეს მდგომარეობა სასიყვარულო ასპარეზზეც ვრცელდება. შეყვარებული ვერძი ბოლოს და ბოლოს აისრულებს სანუკვარ სურვილებს, განახორციელებს ყველა დასახულ გეგმას და ბოლოს და ბოლოს, მეგობრებისა თუ ნაცნობების მოსაზრებების მიღმა ცხოვრებას შეძლებს. ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა და შესაბამისად, თქვენვე უნდა წყვეტდეთ, რა გინდათ და როგორ. ივლისში ვერძს შეყვარებულთან ან მეუღლესთან ერთად მოგზაურობა ელის. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალოს. მოწესრიგდება ურთიერთობები ნათესავებთან და მეგობრებთან. ივლისში ვერძი სავსეა სასიცოცხლო ძალებით, იგი ჯანმრთელობასა და მიმზიდველობას ასხივებს, რაც შეუძლებელია ყველა გარშემომყოფს თვალში არ ეცეს და ისინი გულგრილად დატოვოს.
კურო
ივლისში კურო ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს, რაც მას თავისუფლებისა და ბედნიერების შეგრძნებას მოუტანს. სამომავლოდ ეს გრძნობა მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება. კუროს სურს ივლისი ზღვის სანაპიროზე, თბილ ქვიშაზე წამოწოლილმა გაატაროს და ეს გადაწყვეტილება სრულიად გამართლებულიცაა. თუმცა არიან მუშაობაზე გადარეული კუროებიც, ვინც კვლავ აქტიურად შრომას გააგრძელებს. ამ თვეში საგრძნობი შედეგების მიღწევის იმედი არ გქონდეთ, ამიტომ აჯობებს მიმდინარე, რუტინული საქმით დაკავდეთ, მაგალითად, მოაწესრიგოთ დოკუმენტაცია. ბიზნესმენი კურო ახალ ოფისს, საწარმო შენობას ან რაიმე უძრავ ქონებას შეიძენს. ბოლოს და ბოლოს, ოპონენტებთან ურთიერთგაგებას თუ არა, კომპრომისს მაინც მიაღწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზავი დაიდება. კარგად მიდის საზღვარგარეთული კონტაქტების საქმეც. ივლისში კურო წარმატებულ მივლინებაში წავა და სავარაუდოდ, პერსპექტიულ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. ფინანსური მდგომარეობაც ხელს უწყობს. კურო აიღებს სასურველ კრედიტს, მოგებას მიიღებს უძრავი ქონების გაყიდვიდან, შესაძლოა ინვესტიციის მოზიდვა ან მეგობრებისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღოს.
ივლისი კარგი თვეა პირად ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. მარტოხელა კურო ამ თვეში დიდი ხნით დაგეგმილ მოგზაურობაში წავა, სადაც პერსპექტიულ ნაცნობობას გააბამს. ოჯახურ ცხოვრებაშიც სრული სიმშვიდეა. ივლისში კურომ სახლის კეთილმოწყობას და მსხვილ საყიდლებს შეუძლია მიხედოს. იმ წყვილებსაც, ვინც მუდმივად ჩხუბობენ და კამათობენ, ამ თვეში შერიგების შანსი მიეცემათ, მაგრამ გამოიყენებენ კი ამ შანსს?! ივლისში გააქტიურდება ურთიერთობა ნათესავებთან, მოგვარდება მშობლებთან შექმნილი პრობლემები და გაუგებრობები. მართალია, ამ თვეში კუროს ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ არის, მაგრამ იმდენად კარგი თვეა, რომ არანაირი დაავადების არ უნდა ეშინოდეს.
ტყუპები
ივლისში ტყუპებისთვის ბრწყინვალე თვე დგება. შეგიძლიათ ყველაზე თამამი მიზნები დაისახოთ და გეგმებიც დააწყოთ მათ მისაღწევად. მთავარია, ეს ყველაფერი თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყოს. ტყუპები კარიერულ კიბეზე საგრძნობლად მაღლა აიწევს. რიგითი თანამშრომლი ტყუპები ამ თვეში დაწინაურდება, ბიზნესმენი კი პერსპექტიულ კონტრაქტს გააფორმებს და ფინანსურად ძალიან მომგებიანი პროექტის განხორციელებას დაიწყებს. მართალია, ეს პერსპექტივები სამომავლოა, მაგრამ შედეგისთვის ცდა დიდხანს არ დასჭირდება. რაც ყველაზე მთავარია, ივლისში ტყუპები უკან მოიტოვებს პრობლემებს, რომლებიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევდა. პარტნიორებთან ურთიერთობა ნორმალიზდება, სადავო საკითხებიც შედარებით მარტივად გვარდება. შესაძლოა, გარკვეულ თემებზე კონსესუსს ჯერ ვერ მიაღწიოთ, მაგრამ საქმის ჩავარდნის საფრთხე მაინც აღარ გემუქრებათ. წარმატებულად წარიმართება საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობის აწყობის საქმეც. ივლისში მოსალოდნელია წარმატებული მივლინებები და ახალი კონტრაქტების დადება. განაგრძეთ ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარება. ტყუპების მატერიალური მდგომარეობა მყარდება და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ის კიდევ კარგა ხანს გასტანს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ფინანსური კიბის მომდევნო საფეხურზე აინაცვლებენ, რაც მათ საკუთარი ძალებისა და მომავლის რწმენას მიანიჭებს.
ხანგრძლივ, რომანტიულ ურთიერთობაში მყოფი ტყუპები ბოლოს და ბოლოს თავის პარტნიორთან ურთიერთგაგებას მიაღწევს. შეყვარებულები ყველანაირ უსიამოვნებას წარსულში მოიტოვებენ და მივლენ დასკვნამდე, რომ სიყვარული ამ ყველაფერზე მაღლა დგას და მსგავსი კინკლაობით საკუთარ თავს მხოლოდ პრობლემებს უქმნიან. განქორწინების პროცესში მყოფი წყვილებიც მეტნაკლებად ორივე მხრისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივლენ. ივლისში ტყუპები მიიღებს ყველაფერს, რაც უნდა, თუმცა ბრძოლაც დასჭირდება. თუ დაოჯახებულ ტყუპებს მეუღლესთან შერიგება უნდა, შეუძლია ამ მიზნით შვილები გამოიყენოს – ბავშვებს მშობლებზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ. თუ ეს გამოგივათ, უნდა ეცადოთ წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროთ. ივლისში ტყუპები შვილებთან ურთიერთობასაც ახალ, უფრო ღრმა და საინტერესო საფეხურზე აიყვანს. ამ თვეში ჯანმრთელობის პრობლემები ტყუპებს არ შეექმნება. იგი ენერგიით სავსეა და გარეგნულადაც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, რაც გარშემომყოფებს უყურადღებოდ არ დარჩებათ.
კირჩხიბი
ივლისი კირჩხიბისთვის ტრიუმფის თვეა. რასაც უნდა მოკიდოს ხელი, ყველაფერი გამოუვა. იღბალი აშკარად მის მხარესაა. პროფესიულ ასპარეზზეც კირჩხიბს ყველაფერი რიგზე ექნება. იგი დაასრულებს დიდი და მომგებიან პროექტს, რაც გარკვეული ფულადი ვალდებულებების გასტუმრების საშუალებას მისცემს. რახან ძველი პრობლემები წარსულს ჩაბარდა, ახლა მომავალზე უნდა დაიწყოთ ფიქრი. ივლისში შესაძლებელია დაიდოს ახალი კონტრაქტები, დამუშავდეს ახალი პროექტები, მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივი და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული. ეს უკანასკნელი მომენტი კირჩხიბს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესაძლებლობაზეც დააფიქრებს. და თუნდაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კირჩხიბი მზად არ იყოს, პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით სწორედ 2016 წლის ივლისში გადადგამს. საშუალო პოზიციაზე მომუშავე კირჩხიბს უშუალო ხელმძღვანელობა კარგი თვალით შეხედავს, შესაბამისად ივლისში კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების მომატების ალბათობა მაღალია. ივლისში გაუმჯობესდება კირჩხიბის მატერიალური მდგომარეობაც. იგი შეძლებს არათუ ძველი ვალები გადაიხადოს, არამედ სამომავლოდ საკმაოდ დიდი თანხაც გადაინახოს.
კირჩხიბის პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დგება. სულ ცოტა ხნის წინ ფიქრობდით, რომ ვეღარაფერი შეგარიგებდათ თქვენს საყვარელ ადამიანთან, მით უფრო, ბოლო ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ივლისში ეს სრულიად შესაძლებელია, თანაც თქვენი ინიციატივით. იმოქმედეთ და ეცადეთ მომავალში შეცდომები აღარ გაიმეოროთ. მთავარია, ურთიერთობის მოწესრიგების სურვილი გქონდეთ. და თუ არ გაქვთ, არც ესაა ტრაგედია. ვარსკვლავები აუცილებლად მოგცემენ ცხოვრების აწყობის კიდევ ერთ შანსს. თუ კირჩხიბი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავს, ივლისი კარგი დროა ამ პროცესის დასაწყებად. ამ თვეში კირჩხიბს ბევრი მუშაობა მოუწევს, შესაბამისად დიდია გადაღლის შანსი, მით უფრო, რომ სასიცოცხლო ენერგია მაინცდამაინც ბევრი არ აქვს. ამიტომ მიუხედავად მრავალი მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმისა, ძალიან მნიშვნელოვანია დასვენებისა და ძილისთვის დროის გამონახვა.
ლომი
ივლისში ლომებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, როგორ აქციონ თავიანი ოცნებები რეალობად. წარმატება თქვენ მხარესაა, ასე რომ, სასურველის მისაღწევად რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევაც კი არ მოგიხდებათ. ივლისში ლომს საიმედო ადამიანების მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რისი წყალობითაც ძველ პრობლემებს საქმიან პარტნიორებთან ან მაკონტროლებელ ორგანოებთან უმტკივნეულოდ მოაგვარებს. უნდა აღინიშნოს, რომ ლომს თავადაც უამრავი ენერგია აქვს ამ საქმისთვის დახარჯული, ასე რომ შედეგი სრულიად დამსახურებულია და ნაყოფიც საკმაოდ გემრიელი. საქმიან ასპარეზზე საგრძნობი პროგრესი შეიმჩნევა, რაც სამომავლოდ ლომს კარგ მოგებას პირდება. ივლისის ბოლოსთვის ლომი პაუზის აღებას, ცოტა დასვენებას და სამომავლო გეგმებზე დაფიქრებას გადაწყვეტს. ასეთი ფიქრებისთვის საუკეთესო დრო მაინც აგვისტოს დასაწყისია. პროფესიულ ასპარეზზე სიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე ლომის მატერიალური მდგომარეობაც განმტკიცდება. ივლისში შემოსავლები იმატებს, ძალიან საგრძნობლად არა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
პირად ცხოვრებაში კი ლომის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები არც ისე სახარბიელო იქნება. ამ პერიოდში კომპრომისის მიღწევის შანსი პრაქტიკულად არ არის. წარსულისკენ ნებისმიერი გახედვა მხოლოდ ტკივილსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ, საუბედუროდ თქვენ გარემოებებზე სუსტი აღმოჩნდებით. გამორიცხული არ არის, ივლისში განვითარებული მოვლენები მომავალში პოზიტიურად შეაფასოთ, თუმცა ეს ეხება მხოლოდ იმ ლომს, რომელიც უკვე დასასრულისკენ მიდრეკილ რომანტიულ ურთიერთობებში იმყოფება. დაოჯახებული ლომი კი მთელ თვეს ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში გაატარებს, თანაც ეს პროცესი საგრძნობ თანხებს მოითხოვს. ოჯახური ურთიერთობები კი ამასობაში დათბება და უფრო ჰარმონიული გახდება. ივლისის ბოლოს მოსალოდნელია მსხვილი შენაძენების გაკეთება. თვის პირველი ორი დეკადის განმავლობაში ლომი ენერგიით იქნება აღსავსე, რაც ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად ეყოფა. ივლისის ბოლო 10 დღე კი ცოტა თავს უნდა გაუფრთხილდეთ: თქვენი ძალები ამოწურვის პირასაა, ამიტომ ცოტა დასვენება აუცილებლად გესაჭიროებათ.
ქალწული
სულ ახალხანს ქალწულს ეგონა, რომ მის პრობლემებს დასასრული არასდროს ექნებოდა. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს უკან დახევა არ სჩვევიათ და ზუსტად ივლისში განხორციელებული მორიგი მცდელობა მიიყვანთ წარმატებამდე. ასეა, ფორტუნა ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევა. ქალწულის მეგობრები ამ თვეში მომეტებულ აქტიურობას იჩენენ, რაც ქალწულს კარნახობს, რომ დროა ერთი ადგილის ტკეპნას შეეშვას. წინსვლის დროა! თანაც პრობლემები, რომლებიც ქალწულს ამდენი ხანია აწუხებდა, თითქმის მოგვარებულია. წინ ახალი პროექტები და ახალი ცხოვრება გელოდებათ. ახლა ქალწულმა შეიძლება მიიღოს პერსპექტიული წინადადება სხვა ქვეყანაში ან ქალაქში სათანამშრომლოდ. რასაკვირველია, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მუდამ სარისკოა, მაგრამ თუ შუამავლებთან დიდი ხნის და საიმედო კონტაქტები გაკავშირებთ, ყველაფერი გამოგივათ. ამ თვეში ყველანაირი იურიდიული პრობლემა მოგვარებული იქნება. მართალია, ქალწულის პროფესიულ სფეროში აშკარა გაუმჯობესება შეინიშნება, ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე ჯერჯერობით არ აისახება. საჭიროების შემთხვევაში, ქალწულს უყოყმანოდ შეუძლია დახმარებისთვის ახლობლებს მიმართოს. ივლისში ქალწულმა საკმაოდ მომგებიანად შეიძლება გაყიდოს კუთვნილი უძრავი ქონება, ასევე მოიზიდოს ინვესტიცია ან დაუმტკიცონ სასურველი კრედიტი.
ქალწულის პირად ცხოვრებაში ამ თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენელმა ივლისიდან წლის ბოლომდე შეიძლება გააბას რომანი, რომელიც ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობაში გადაიზრდება. დაოჯახებული ქალწული ივლისში სახლს მიხედავს, გაარემონტებს ან სულაც ახალ ბინას იყიდის. შემოდგომამდე მსხვილი უძრავი ქონების შეძენა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა მოსალოდნელი. ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაც საგრძნობლად დათბება. მართალია, სიტუაცია ახლაც მეტისმეტად რთული და ჩახლართულია, მაგრამ ფაქტია, რომ გაუმჯობესება შეიმჩნევა. ქალწული ივლისში რჩევისთვის ოჯახის უფროს წევრებს მიმართავს. ამ თვეში ჯანმრთელობამ შეიძლება გიღალატოთ, ამიტომ მეტისმეტად გადაღლას მოერიდეთ. და თუ რამდენიმე დღით შვებულებას აიღებთ და ბუნებაში ან ზღვაზე დასასვენებლად წახვალთ, არაჩვეულებრივი იქნება. ეს თქვენს ძალებს სრულყოფილად აღადგენს.
სასწორი
სასწორი ივლისში მეტისმეტად საქმიანი და აქტიურია, დაუღალავად მიისწრაფვის წინ და სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურებს იპყრობს. მართალია, სასწორი ნატურით ოპტიმისტია, მაგრამ ნეგატივისთვისაც მუდმივად მზადაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ, რომ არაფერი კარგი მუდმივად არასდროს გრძელდება. თუმცა ივლისმა ეს რწმენა შეიძლება ცოტა კიდეც შეარყიოს. საერთაშორისო კონტაქტები სულ უფრო მტკიცე და საიმედო ხდება, რადგან სასწორმა ყველა დაბრკოლების გადალახვა შეძლო და ურთიერთთანამშრომლობა ახლა სრულფასოვნად მიმდინარეობს. მაკონტროლებელ ორგანოებთან არსებული პრობლემები ივლისში საბოლოოდ მოგვარდება; ოპონენტებთან კამათი დასრულდება და მხარეები ორივესთვის მისაღებ და მომგებიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. დაქირავებულ სასწორს ივლისში კარიერული ზრდა ელოდება, მთავარია, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას. სასწორის ფინანსური მდგომარეობაც უმჯობესდება. მნიშვნელოვანია, რომ საქმე აქ არ შეაყოვნოთ და ეს გაუმჯობესება ტენდენციად აქციოთ.
ივლისში ცის კაბადონზე იქმნება უნიკალური მდგომარეობა, ამიტომაც სასწორს პირად ცხოვრებაში საგრძნობი პოზიტიური ცვლილებების იმედი შეიძლება ჰქონდეს. ამ პერიოდში მოსალოდნელია შეხვედრა ძველ სიყვარულთან, რომელიც დიდი ხანია სხვა ქვეყანაში ან ქალაქში ცხოვრობს და არ გინახავთ. და ძველმა გრძნობამ ადრინდელზე მეტი სიძლიერით შეიძლება იფეთქოს. ურთიერთობები ნათესავებთან ჰარმონიულია, ძველი წყენები დავიწყებული, ხოლო ზოგიერთ გაუგებრობაში შეგიძლიათ მოგვიანებითაც გაერკვეთ. ივლისში სასწორი წავა ძალიან წარმატებულ მოგზაურობაში, რომელიც მთელ მის მომავალზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. 2016 წლის ივლისში სასწორის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მისი ენერგია იმდენად მძლავრია, რომ ყველა დააავადება გვერდს უვლის.
მორიელი
ივლისი მორიელს მოუტანს შეგრძნებას, რომ მის წინაშე ყველა კარი იღება და ამ შესაძლებლობით სარგებლობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ თვეში კარიერული წინსვლა და ერთი საფეხურით მაინც ზემოთ ასვლა თითქმის 100%-იანია. რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობის გაზრდასაც ნიშნავს, თუმცა მორიელს სწორედ ეს ჭირდება, რომ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს. მორიელი მზადაა დამოუკიდებლად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რა რთული და მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ის. სირთულეები მორიელს არ აშინებს, რადგან ენთუზიაზმით აღსავსეა და მზადაა ახალი საქმის კეთებას დაუყოვნებლივ შეუდგეს. ბიზნესმენი მორიელი ახალი მიმართულებით წაიყვანს თავის საქმეს, გააფართოვებს და დადებს დაუჯერებლად მომგებიან ხელშეკრულებას. პოზიტიური ცვლილებებია უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებშიც. და თუმცა მორიელს მათთვის საკმაოდ დიდი დროისა და ყურადღების დათმობა უხდება, ეს ნამდვილად ღირს, რადგან სამომავლოდ დიდ ბენეფიტებს პირდება. ძველ პარტნიორებთან ან ოპონენტებთან არსებული პრობლემებიც პრაქტიკულად ამოწურულია. პროფესიულ ასპარეზზე მორიელის მდგომარეობა უმჯობესდება და შესაბამისად, მტკიცდება მისი მატერიალური პოზიციებიც.
ივლისში მორიელი ძირითადად პროფესიულ ასპარეზზე საქმიანობითაა დაკავებული, ამიტომ პირადი ცხოვრება პრაქტიკულად უყურადღებოდ აქვს მიტოვებული. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ცვლილებები ამ მხრივად აუცილებლად იქნება. პარტნიორებსა თუ ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობები დათბება, დაძაბულობა უკან დაიხევს და ჰარმონია დამყარდება. განქორწინების სტადიაზე მყოფი მორიელი ორივე მხრისთვის მისაღებ გადაწყვეტილებაზე მოურიგდება ყოფილ მეუღლეს, თუმცა დათმობაზე წასვლა მაინც ორივეს მოუწევს. ივლისში მორიელს ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ ნიშნულზე აქვს, შესაბამისად, მის ჯანმრთელობასაც არაფერი ემუქრება.
მშვილდოსანი
ივლისში მშვილდოსანს გარშემომყოფებზე დიდი გავლენა ექნება და მათ მოხიბვლას იოლად მოახერხებს. ახლა მას დაცვა სჭირდება. მშვილდოსანის პროფესიული ცხოვრება ამ თვეში კონფლიქტების გარეშე არ ჩაივლის. თქვენი პარტნიორი დაჟინებით შეეცდება საკუთარი ინტერესები მოგახვიოთ თავს და მოგიწევთ, მეტნაკლებად დაემორჩილოთ კიდეც, რადგან ეს ადამიანი ძალიან ძლიერი და გავლენიანია. გამოიჩინეთ მოქნილობისა და დიპლომატიის მაქსიმუმი, ახლა არ არის კედელზე შუბლით დატაკების დრო. გამოიჩინეთ მოთმინება და ეცადეთ გონივრული კომპრომისი მოძებნოთ, რადგან თქვენი მოსაზრებების ჯიუტად დაცვამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. მშვილდოსანს შეიძლება ძველ მეგობრებთან მისვლა დაჭირდეს, რადგან მათ შექმნილ სიტუაციაზე დადებითი გავლენის მოხდენა ხელეწიფებათ. თუ კომპანიაში, სადაც მუშაობთ, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ეს ახალი სამსახურის მოძებნისკენ გიბიძგებთ. სამწუხაროდ, ივლისში მშვილდოსანი ძნელად მოახერხებს უკეთესი სამუშაოს მოძებნას, ასე, რომ არ უნდა იჩქაროთ. მიუხედავად საქმიან ასპარეზზე არც ისე სახარბიელო სიტუაციისა, მშვილდოსანის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. მისი შემოსავლები რეგულარული და მზარდია.
მშვილდოსანი ივლისში პირად ცხოვრებას დიდ დროს დაუთმობს და ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან მშვილდოსანების ნაწილის ურთიერთობა პარტნიორთან სახიფათო ეტაპზეა, ისინი ფაქტობრივად დაშორების ზღვარზე არიან. თუ მშვილდოსანი მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის მზად არ არის, ივლისში მას შანსი აქვს მეუღლესთან ან პარტნიორთან ურთიერთობა პოზიტიურისკენ წაიყვანოს. თუ წყვილი უკვე ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევის ზღვართან იმყოფება, გადაწყვეტილება სწორედ ახლა უნდა მიიღონ: დარჩნენ ერთად თუ საბოლოოდ დაშორდნენ. ასეთ შემთხვევებში ურთიერთობის სტაჟს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. მშვილდოსანი ივლისში ძალების შემცირებას იგრძნობს, თუმცა სერიოზული დაავადებების შიში არ უნდა ჰქონდეს. იცხოვრეთ ჯანსაღად და ეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ, ვიდრე წინა თვეებში აძლევდით საკუთარ თავს ამის უფლებას.
თხის რქა
ივლისი თხის რქისთვის ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იქნება. თვე ბწყინვალე პერსპექტივებს გიქადით, თუმცა ჯერ ადრინდელი ვალდებულებები უნდა მოიშოროთ და ძველი პროექტები დაასრულოთ. ივლისი მიმდინარე საქმეების გადაფასებისა და გადახედვის, მათი ანალიზისა და ფინანსური პერსპექტივის განსაზღვრის დროა. გარდა ამისა, თხის რქას ამ პერიოდში ეძლევა შანსი ყოფილ კოლეგებთან უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გაჭიანურებული პრობლემები მოაგვაროს. ასევე მომავალი პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვებაც უნდა სცადოს. რამდენიმე თვის შემდეგ თქვენი გეგმები უკვე კონკრეტულ მონახაზებს შეიძენს, ამიტომ ივლისში გაურკვეველი მომავლის გამო მაინცდამაინც ბევრი ნერვიულობა არ ღირს. გამორიცხული არ არის, თხის რქამ სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის შესაძლებლობაც განიხილოს, რადგან იქაურ კონტრაგენტებთან თანამშრომლობა სულ უფრო წარმატებული ხდება. თხის რქისთვის, რომელსაც სამსახურის შეცვლა უნდა, ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დგება. ეძებეთ აქტიურად და სექტემბრისთვის უკვე ახალი, ახლანდელზე გაცილებით კარგი სამსახური გექნებათ. ფინანსური თვალსაზრისითაც ხელსაყრელი თვე მოდის. თხის რქა აიღებს სასურველ კრედიტს, მოიზიდავს ინვესტიციებს ახალი პროექტისთვის ან მსხვილ სპონსორს იშოვის. თხის რქას, რომელსაც ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვს, ახლობელი ადამიანისგან შეიძლება სერიოზული ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდეს. შესაძლებელია მოგების მიღება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული გარიგებისგან.
მერწყული
ივლისი მერწყულისთვის სიმშვიდის თვეა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ პერიოდში არ უნდა ელოდოთ. აჯობებს ივლისი თქვენი ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ, რომელთაც თქვენი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეს თვე სიმშვიდითა და ინერტულობით იქნება გამორჩეული, მაგრამ თუ შრომისმოყვარე ადამიანი ბრძანდებით, კარგი იქნება, ძველი საქმეების მოწესრიგებას მიჰყოთ ხელი. სხვათა შორის, ასევე კარგი დროა ურთიერთობები გაარკვიოთ ადამიანებთან, ვინც ამა თუ იმ მიზეზით თქვენდამი მტრულადაა განწყობილი. მართალია, სიტუაცია კვლავ დაძაბული იქნება, მაგრამ სიმძაფრე ნამდვილად ნელ-ნელა მოიკლებს. ივლისი კარგი თვეა კოლექტიური აქტივობებისა და კოლეგებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ამიტომ მერწყულებმა გმირის როლის თამაშს თავი უნდა დაანებონ და მხარდაჭერისთვის სხვა ადამიანებს მიმართონ. უთანხმოებები უძრავ ქონებასთან ან სხვა საკუთრებასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია, მოუსმინეთ მეორე მხარის მოსაზრებებს და ეძებეთ კომპრომისი. კარგად ვითარდება ურთიერთობები სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მომუშავე პარტნიორებთან, მათთან გამართული ყველა მოლაპარაკება ძალიან შედეგიანი აღმოჩნდება. ბევრ, მათ შორის, მტკივნეულ საკითხზე მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას. ივლისის თვე მერწყულისთვის ფინანსური თვალსაზრისით მაინცდამაინც წარმატებული არ იქნება. ამ პერიოდში მოგიწევთ ძველი ვალების გადახდა, როგორც პროფესიული, ისე პირადი ვალდებულებებიდან გამომდინარე.
თევზები
ბოლოს და ბოლოს, თევზების პრობლემების დიდი ნაწილი წარსულს ჩაბარდება. თამამად იარეთ წინ, ახლადდასახული მიზნებისკენ. კონფლიქტური სიტუაციები მაკონტროლებელ ორგანოებთან ან ზემდგომ ორგანოებთან თქვენთვის ხელსაყრელ კალაპოტში ჩადგება. ამ თვეში თევზები მონახავს არგუმენტებს, რათა ოპონენტები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს. მოგვარდება იურიდიული საკითხებიც, რომლებიც ბოლო თვეებში მოსვენებას არ აძლევდნენ. წარმატებული შედეგების მომტანი იქნება ურთიერთობა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთანაც. მხარეები ყველა სადავო საკითხზე მიაღწევენ შეთანხმებას და ნაყოფიერად განაგრძობენ თანამშრომლობას. თვის მეორე ნახევარში წარმატების პლანეტა – იუპიტერი ლომის ნიშნისკენ დაიძვრება, რაც თევზებს ახალ პერსპექტივებს მოუტანს. თევზებმა ივლისში სამსახურიც შეიძლება შეიცვალოს ან ამ კარიერულ კიბეზე დაწინაურდეს. მისი მატერიალური მდგომარეობა ამ თვეში გამყარდება. თევზებს გადაუხდიან ანაზღაურებას, რასაც რამდენიმე თვეა ელოდა. ვალების გადახდის შემდეგაც კი თევზები პლუსში დარჩება.
წყარო: https://friday.ge
კომენტარები