2 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია.

 

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში.

 

დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს სესხის თანხის 10-15%.

 

გარდა ამისა, თიბისი ქალ მეწარმეებს სთავაზობს კიდევ სხვა შეღავათებსაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე, მათ შორის:

·         თიბისის ტერმინალის საკომისიოზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი

·         თიბისის ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე - 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.5% სა)

·         პარტნიორი ბანკების ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე - 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.7% სა)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები