2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით ლაგოდეხში ბლუზ ფესტივალი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 2024 წლის ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მერვე სერიას 20 ივლისიდან დაიწყებს.

 

ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინალური, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასითებელი რითმით და ტემპით გაჯერებული იქნება. ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორს სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერ ვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ.

 

10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რითმებამდე ამოგზაურებს.

 

2024 წლის, რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრაველფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა.

 

ფესტივალის გენერალური სპონსორები არიან აშშ-სა და გერმანიის საელჩოები საქართველოში და კოკა კოლა;  სპონსორები: ლიონიძის ზვარი და  პრემიუმ კრაფტ ლუდი „ტაატი“. მეგობარი კომპანიები: იტარ დიჯიტალი და კაპაროლი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები