2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას მწვანე სტანდარტი“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებულია

„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თეგეტას მწვანე სტანდარტით“ მონაწილეობდა.

Meliora 2024-ის გამარჯვებულები ცხრიდან შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ავტორიტეტულმა ჟიურიმ საუკეთესოები იმ გამორჩეული CSR პროექტებით შეარჩია, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. ჟიური დაკომპლექტებული იყო დარგის წამყვანი ექსპერტებით, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი  ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით.

პროექტი „თეგეტას მწვანე სტანდარტი“, რომლითაც კომპანია საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას აერთიანებს და  2023 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს მოიცავს. პროექტის მიხედვით ჰოლდინგის ხედვა სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: მდგრადი სატრანსპორტო გადაწყვეტა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების მართვა და ცნობიერების ამაღლება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:მოხარულები ვართ, რომ „თეგეტას მწვანე სტანდარტმა“  საერთაშორისო ჟიურისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ეს გამარჯვება  დასტურია, რომ კომპანიას მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. გარემოზე ზრუნვა დიდი ხანია ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტად ვაქციეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადავდგით.

წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება. ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. „თეგეტაში“ გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“.

კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წარდგენილი პროექტი კომპანიის მწვანე ინიციატივებს აერთიანებს.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „წლის პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ჯილდო ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. უკვე მეორე წელია, რაც „მწვანე ინიციატივის“ კატეგორიაში ჯილდოს ვიღებთ, ეს კი იმის დასტურია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენი ხედვა თანმიმდევრული და, ამასთანავე, ეკომეგობრული ახალი ინიციატივებით მდიდარია, რაც  ქართველი და უცხოელი ჟიურის წევრებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. „თეგეტას მწვანე სტანდარტის“ ფარგლებში სწორედ ის მიდგომები გავაერთიანეთ, რომლებიც ჰოლდინგს გარემოს დაცვის მიმართულებით აქვს“.

ნულოვანი ემისიების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივები მოიცავს ჰოლდინგის მიერ საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას, რომლის მიზანიც სრულად ეკოინიციატივებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. მათ შორის ელექტრომანქანებისა და Plug-in ჰიბრიდების პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. „თეგეტა“, როგორც ფლაგმანი საავტომობილო სფეროში, უკვე წლებია, ხელს უწყობს ელექტრომობილების პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისთვის კი აუცილებელი წინაპირობა სწორედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა.  

თეგეტა ერთადერთი კერძო კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელმაც ქვეყანაში დასამუხტი სადგურების ქსელის მოწყობა-გაფართოების ვალდებულება აიღო. ეს პროცესი ჰოლდინგმა წლების წინ დაიწყო, 2023-დან კიდევ უფრო მასშტაბური სახე მისცა და წლის ბოლომდე დედაქალაქსა და რეგიონებში 150 დამტენის მონტაჟს გეგმავს.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულების, ნარჩენების ეფექტიანად მართვის კუთხით, „თეგეტა ჰოლდინგის“ მგვ ორგანიზაცია “Tegeta Green Planet” საქმიანობს, რომელიც  საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად ლიცენზირებულ პარტნიორ საწარმოებს აბარებს. ამ პერიოდს ემთხვევა თბილისის შემოვლით გზაზე საბურავებისგან გარემოს გასუფთავებაც. 2023 წელს თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით, საბურავებით იყო დაბინძურებული, სრულიად გაიწმინდა.

ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელი წლის განმავლობაში კომპანია თავისი თანამშრომლებისა და პარტნიორი ბრენდების ჩართულობით არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათ შორისაა დასუფთავების აქციები და სხვა ღონისძიებები.

მსოფლიო გიგანტი კომპანიების მსგავსად, ენერგოეფექტიანობაზე ზრუნვა „თეგეტასთვისაც“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჰოლდინგის ინფრასტრუქტურა ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის და ამავდროულად ეფექტიანი ბიზნესისა და საზოგადოებისთვის. გარემოზე ზრუნვის იდეით, საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

ამ მიზნით 2023 წელს გაიხსნა თეგეტას ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, რომელიც დღეს გარემოში არსებულ არაერთ გამოწვევასა და პრობლემას პასუხობს.  მაგ., კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია 762 მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ელექტროდამტენი. ასევე, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გარე სანათები მზის პანელით, რომელიც ელექტროენერგიას 100%-ით ზოგავს.

სწორედ ამ აქტივობების საფუძველზე მიიღო საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება და „თეგეტა ჰოლდინგი“ კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ გამარჯვებულად დაასახელა.

ეკა ურუშაძე, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) დირექტორი: „მელიორას“ მსგავსი კონკურსები ბიზნესს მნიშვნელოვნად უჭერს მხარს როგორც მრავალფეროვანი CSR პროექტების განხორციელებაში, ისე კომპანიის პოზიტიური იმიჯისა და რეპუტაციის გამყარებაში. გარდა ამისა, განვითარებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გვაახლოებს ბიზნესის მართვის ევროპულ სტანდარტებთან“.

საზეიმო ცერემონია უკვე მეხუთედ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის ისტორიის მუზეუმმა „ქარვასლამ“ უმასპინძლა, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - მელიორა 2024-ის “ დაჯილდოებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.  ღონისძიებას, ჯამში, 250 სტუმარი ესწრებოდა.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები