2 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სპეციალური პირობა ახალ ტოიტა ლენდ კრუიზერ პრადოზე

"თიბისი დაზღვევის”  მხარდაჭერით, “ტოიოტა ცენტრ  თეგეტამახალი  Land Cruiser Prado წარადგინა. სრულიად განახლებული Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია ბათუმსა და საირმეში  შედგა და ახალი Prado უკვე  ხელმისაწვდომია "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და "ტოიოტა ცენტრ ბათუმში.”  

 

"ჩვენთვის, როგორც სადაზღვეო ბაზარზე ლიდერი კომპანიისთვის, მნიშველოვანია  ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც "ტოიტა ცენტრი თეგეტაა” , მოხარულები ვართ, რომ ახალი პრადოს პრეზენტაციის მხარდამჭერები ვართ.  “ტოიოტა ცენტრ  თეგეტასთანხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა.”  - აცხადებს “თიბისი დაზღვევის” საცალო, მცირე და მიკრო-ბიზნესის დირექტორი ივანე კახაძე.

 

"ტოიოტა ცენტრ თეგეტასა  და " ტოიოტა ცენტრ ბათუმში ახალი  Land Cruiser Prado- შეძენისას, მომხმარებლები "ტოიოტა კასკოს”  ფარგლებში,  "თიბისი დაზღვევისგან” სპეციალურ პირობას მიიღებენ.

 

პირობის მიხედვით, "ტოიოტა კასკოს” დაზღვევას საჩუქრად მოჰყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა.  ამასთან, საქართველოს გარდა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა შეეძლებათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე;

 

პარალელურად,  5 წლის განმავლობაში,  ისარგებლებენ ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში;

 

ასევე, მიიღებენ ფასდაკლებას ულიმიტო  რეცხვაზე "თიბისი დაზღვევის”  პარტნიორ სამრეცხაოებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები