2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს - მათ ქვეყანაში 38 მიგრანტის არალეგალურად შეყვანას ედავებიან

პოლონეთში, 4 ქართველი დააკავეს. მათ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად შეყვანას ედავებიან. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ უცხოელებს არ ჰქონდათ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის დამადასტურებელი საბუთები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანებში სულ 38 ადამიანი იპოვეს. ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. მათ შორის ერთი ავღანელია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზატორებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები