თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
500-ამდე ფოტოგრაფის ნამუშევარს შორის Volvo-ს ვინტაჟურმა ავტომობილმა საგამოფენო დარბაზში დეკორატიული ხელოვნების შტრიხები შეიტანა და მას შვედური ელფერი შესძინა. წელს პირველად „ვოლვო ქარ საქართველო“ საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორია.
თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებულ ფესტივალზე კომპანიამ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მოდელი Volvo P1800 წარმოადგინა. ამ კონტრასტული ტანდემით გაიხსნა „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელსაც წელს უკვე 21 წელი შეუსრულდა.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ თანამშრომლობის პირველი წელია და ძალიან გვიხარია, რომ ეს პარტნიორობა შედგა. საერთაშორისო კონკურსს, რომელიც ფოტოხელოვანების საყვარელი ფესტივალია, და „ვოლვო ქარ საქართველოს“ ბევრი საერთო აქვთ: თანამედროვეობის, კლასიკურისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი და იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც ამ ყველაფრის ფოტოკადრში მოქცევა შეუძლიათ. ფოტოგრაფია ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მიმართულებების ჩამონათვალში აქამდე არ ყოფილა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ამ დარგსაც გვერდით დავუდექით“.
„ქოლგა თბილისი ფოტო 2023-ზე“ „ვოლვო ქარ საქართველომ“ თავისი რჩეულიც გამოავლინა. შვედური ბრენდის წარმომადგენელმა სპეციალური პრიზი ფოტოგრაფ დათო ქორიძეს გადასცა ნამუშევრისათვის სახელწოდებით „სად ხარ“.
„ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელშიც წელს ხელოვანები 45 ქვეყნიდან ჩაერთნენ, ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ექსპოზიციებით გრძელდება. უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ ხუთ ნომინაციაში დაასახელა.
ფოტოკონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებას.დააახლოოს ადგილობრივი და უცხო ქვეყნების არტისტები. გამოცდილების გასაზიარებლად კი „ქოლგა თბილისი ფოტო“ ერთგვარ პლატფორმად იქცა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ბესო ხაინდრავა ამბობს, ამ საქმეში კერძო კომპანიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი ფესტივალისათვის სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიც ვოლვოა. „ქოლგა თბილისი ფოტო“ არაკომერციული ღონისძიებაა, კერძო სექტორის ჩართულობა კი უფრო დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, სულ უფრო მეტ ხელოვანს მივცეთ შანსი, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინოს როგორც კოლეგებს, ისე ფართო საზოგადოებას, დამთვალიერებელს“.
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 4 მაისს გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საერთაშორისო ფოტო კონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს მოიცავს. საერთო ჯამში, 440 ხელოვანის მიერ 726 ფოტო პროექტია წარდგენილი.
ფესტივალი 13 მაისს დავით სულაქველიძის გამოფენით - „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“ - დაიხურება.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები