1 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპული მომავლის არჩევანს – აშშ-ის საელჩო

“გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპული მომავლის არჩევანს”- ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ის საელჩო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლობ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

აშშ-ის საელჩოს განცხადება:

”იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

 

შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია.” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები