1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ძვირფასო ლამაზო, შავკანიანო გოგონა. ბედნიერად გამოიყურები, მაგრამ ვიცი როგორი შეშინებული ხარ. დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება!“- წარმატების 10 წესი ოპრასგან

მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ინტერვიუ…

 

1.გააანალიზე შემდეგი ნაბიჯი — ყველაზე სწორი ნაბიჯი გამოწვევისკენ არის ის, რომ მიხვდე რა უნდა იყოს შემდეგი სწორი ნაბიჯი.

2.დაიჭირე მომენტი — ჩემს ცხოვრებაში იღბლიანი არაფერი ყოფილა, არაფერი, მაგრამ მე მჯერა ბედისწერის. ჩემთვის ბედისწერა არის მომზადება იმ მომენტისთვის, როდესაც შენს შანსს უნდა შეხვდე. ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება გვამზადებს მომენტისთვის, რომელიც უნდა დადგეს.

3.ყველა უშვებს შეცდომებს — ვინ ცხოვრობს უშეცდომოდ? როდესაც ჩემს ცხოვრებას ვუყურებ ვხვდები რა სულელი გოგონა ვიყავი. ყველა შეცდომა საუკეთესო გაკვეთილია.

4.იმუშავე საკუთარ თავზე — ყველაზე მთავარია გაარკვიო სადაა შენი ძალა და იმუშავო მასზე. იყავით კმაყოფილი საკუთარი თავით.

5.იყავი შეჯიბრში ყოველთვის — უამრავი თოქ-შოუ იყო სატელევიზიო სივრცეში როცა მე ამას ვაკეთებდი, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი. შენ შეგიძლია აკონტროლო საკუთარი თავი და არა სხვა, ამიტომ შეეჯიბრე ყველას.

6.დაიჯერე — ბებია მოსამსახურე იყო და ყოველთვის ოცნებობდა, რომ კარგად მომქცეოდა ყველა, ვყოფილიყავი მიღებული საზოგადოებაში, მაგრამ მე სრულიად სხვა რწმენა მქონდა. მახსოვს, ერთ დღეს ვუყურებდი როგორ ფენდა სარეცხს და მეუბნებოდა: — მიყურე როგორ ვაკეთებ, რადგან ერთ დღეს შენ მოგიწევს ამის გაკეთება. მე შინაგანად უკვე ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მაშინ 4 წლის ვიყავი.

7.ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ერთსა და იმავეს — საზოგადოებაში ყველა ერთსა და იმავეს ეძებს, ყველას სურს საკუთარი თავი კარგად გამოხატოს, წარმოაჩინოს. თუ ვინმეს უნდა იყოს კარგი მცხობელი და ამას ამას ახერხებს მაშინ ჩემსა და მას შორის განსხვავება არაა, მხოლოდ ჩვენი გზებია განსხვავებული.

8.იპოვე შენი მიზანი — თუ არ იცი რა არის შენი მიზანი აუცილებლად დამარცხდები.

9.დარჩი მიწაზე — ყოველთვის მინდა გავუგო ადამიანებს და მათაც ესმოდეთ ჩემი. ვფიქრობ, რომ ჩემი შოუს წარმატების მიზეზი 25 წლის განმავლობაში ისაა, რომ მაყურებელი ჩემში საკუთარ თავს ხედავს. ჩემთვის ფინანსური წარმატება ძალიან მოულოდნელი იყო.

10.დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება — „ძვირფასო ლამაზო, შავკანიანო გოგონა. ვიყენებ სიტყვას „ლამაზი“, რადგან ვიცი, რომ ეს ის სიტყვაა, რომელსაც საკუთარ თავს არასდროს დაუძახებ. ვიხედები შენს თვალებში და ვხედავ სინათლეს და ჩემს იმედს. ამ ფოტოზე სულ ახალი გამხდარი ხარ 20 წლის, დგეხარ ტელევიზიის გარეთ, სულ ახლახანს აგიყვანეს რეპორტიორად. ბედნიერად გამოიყურები, მაგრამ ვიცი როგორი შეშინებული ხარ. რაც შემიძლია გითხრა — დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება!“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები