2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ღმერთს მინდა, ვთხოვო ჩემს დაბადების დღეზე, რომ ხათუნა განმიკურნოს” – ზურა ხაჩიძე 41 წლის გახდა

მომღერალი ზურა ხაჩიძე დღეს, 25 დეკემბერს 41 წლის გახდა.

“დღეს 41 წლის გავხდი! დიდი მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ცხოვრებაში რაც მოხდა. ხან წავიქეცი, ხან ავდექი, ბევრი ცუდი ვნახე და ბევრი კარგი. მთელი ჩემი ცხოვრება დანის წვერზე გავლას ჰგავს. სულ სიყვარულს გავცემ და სულ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ალბათ თავდაბლობას და სიყვარულს ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ აი, ეს ბოლო ხანია, ძალიან დაუნდობელი და აგრესიულები გავხდით ადამიანები, რაც, ბუნებრიავია, არ მომწონს! ბევრის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, ღმერთს მინდა, ვთხოვო ჩემს დაბადების დღეზე, რომ ხათუნა ჟორდანია განმიკურნოს, ნინი და ანასტასია მისი მფარველობის ქვეშ ატაროს მუდამ. ჩემს ქვეყანას სიყვარულის კალთა გადმოაფაროს (რაც ძალიან გვაკლია ბოლო დროს)”, – დაწერა ზურა ხაჩიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები