1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება PSP-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

25 წელია PSP საქართველოს მოსახლეობის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას ახორციელებს. ფიზიკურ და ტერიტორიულ ხელმსაწვდომობასთან ერთად, ფინასური ხელმისაწვდომობის გაუმჯებესებისთვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მოლაპარაკებებს უცხოელ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან. ამ პროექტის ფარგლებში PSP-ს გერმანული წამყვანი მწარმოებელ კომპანიის „ბერლინ-ხემის“ წარმოადგენლები ბატონი პიოტრ პერზი და ბატონი გოჩა ყაველაშვილი ეწვიენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით მედიკამენტების უწყვეტი მოწოდება.

„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია, რომელისთვისაც 25 წელია მუდმივად ვხვეწთ მომსახურებას, ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან ფასების დარეგულირების მიზნით. ამ ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტები არ არის, ამასთან ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობას მუდმივად ვთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს და აქციებს. ეს შეხვედრა საფუძველს გვაძლევს მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომ ფასად მივაწოდოთ მისთვის საჭირო მედიკამენტები“ - აცხადებენ PSP-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები