2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინჩალაძემ და მურუსიძემ იჩხუბეს - რა ინტრიგებს ხლართავს ზაზა თავაძე?

ყველა ინსტიტუციური უბედურების წყაროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაბითურებულ სასამართლო სისტემაში დიდი არეულობაა. 

მას შემდეგ, რაც ოლიგარქმა ჩინჩალაძე და მისი კლანი ეკა ბესელიას გამოყენებით გადააგდო, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. 

მოსამართლეებმა ერთმანეთი "რაზბორკებზე" დაიბარეს და საქმის გარჩევას შეუდგნენ, რამაც უვადოდ არჩეულ ლევან მურუსიძესა და მოტყუებულ მიხეილ ჩინჩალაძეს შორის უმწვავევი დაპირისპირება გამოიწვია. 

მათ ერთმანეთისაკენ ფიზიკურადაც კი გაიწიეს. "პრესა.ჯის" ინფორმაციით, ლევან მურუსიძე ამ დროს ალკოჰოლურო ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

აი, რა ხდება მესამე ხელისუფლებაში... 

ოლიგარქი "გათიშე და იბატონეს" პრინციპით მოქმედებს. 

ივანიშვილი ყველას ერთმანეთთან აპირისპირებს და ასე ცდილობს კონტროლის შენარჩუნებას სასამართლოში, რომელიც მისი წყალობით, უკვე ასოცირდება უსამართლობასთან. 

ამჯერად, უვადოდ არჩეულ მურუსიძესა და გადაგდებულ ჩინჩალაძეს შორის მოხდა კონფლიქტი. 

საქმე ისაა რომ მურუსიძეს ოლიგარქთან პირადი "ხოდი" აქვს და როგორც ჩანს, მას სურს რომ ივანიშვილის კარზე გავლენები გაიფართოვოს და თავი ისე წარადგინოს, თითქოს მთელ სასამართლო სისტემას მხოლოდ ის აკონტროლებს. 

მურუსიძეს, მხარს, ძირითადად დასავლეთ საქართველოს სასამართლოების თავმჯდომარეები უჭერენ. 

რაც შეეხება სასამართლოში არსებულ მეორე, ივანიშვილის მიერ მოტყუებულ კლანს, რომელსაც მოსამართლე ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს, ის ახლა შედარებით დასუსტებულია, რასაც ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის ინტრიგებმაც შეუწყო. 

კერძოდ, ივანიშვილმა, რომელიც ხალხის ქონების მიტაცებას ახლაც წარმატებით აგრძელებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტა. 

მისი გეგმის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე უნდა დაინიშნოს, რომელსაც პარლამენტში ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი ვოლსკი შეცვლის. 



შესაბამისად, უმუშევარი რჩება ზაზა თავაძე. ამიტომ, ახლა ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას უმიზნებს და პირადი ინტერესების მიზნით არაფერს ერიდება. 

თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ წუთებში ივანიშვილის პირადი მოსამართლე, ქართუ ბანკის ყოფილი იურისტი მზია თოდუა ასრულებს.

მზია თოდუამ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიასთან ერთად დიდი ოდენობით ქრთამი აიღო ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ოქუაშვილისგან, 30 მილიონიანი დავის მის სასარგებლოდ მოგვარების სანაცვლოდ, რაც ვერ განახორციელა და რასაც კომპრომატების მთელი კასკადი მოჰყვა.დასკვნა: კვლევის შეზღუდვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები