0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დალუქული ღამის კლუბები - "გალერი" და "ბლოუ" გაიხსნა

დალუქული ღამის კლუბები - "გალერი" და "ბლოუ" გაიხსნა. ღამის კლუბ "გალერის" დამფუძნებელი ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ შეუშვეს. 

ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ უკვე დატოვეს.

„დავათვალიერეთ ტერიტორია, ორივე ბარი - „კაფე გალერეა“ და „ბლოუ ბარი“, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს. არაფერი დაზიანებული არ იყო, ცოტა არეული იყო უბრალოდ. პოლიციის მხრიდან გადაცდენა და ზეწოლა არ ყოფილა, ყველაფერმა კანონის ფარგლებში ჩაიარა. სავარაუდოდ, ალბათ, არანაირ ფინანსურ მოთხოვნას არ გავაკეთებთ,“- განაცხადა კლუბ „გალერის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ანთაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები