2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 ახალი შემთხვევა - კვების ობიექტების კერძებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის 12 შემთხვევა გამოავლინა. ამასთან, გამოვლენილია ვირის ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი. 

"სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია მზა კერძების და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმებულია ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში - ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. 


ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ) და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. სავალდებულოა ხორცი იყოს ეტიკეტირებული და მითითებული იყოს ხორცის სახეობა,"-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები