2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე უნდა საბაგიროს ბოძის დადგმა... "

   ამ კაცს ჰგონია, რომ ეს არის მისი ყანა და ქართული ოცნება რა თქმა უნდა კვერს უკრავს- აცხადებს ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს დღევანდელ ხმაურიან სხდომასთან დაჯავშირებით, სადაც გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების სხდომები ხმაურის ფონზე მიმიდნარეობს.

"ეს არის ივანიშვილის მტაცებლობა ქალაქის მიმართ. ერთი, რომ ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნის გარეშე, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე უნდა თავისი სასტუმროსთვის პარკინგის აშენება, თან არანაირი გეოლოგიური დასკვნა არ აქვს. მეორე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე უნდა საბაგიროს ბოძის დადგმა, არადა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სოფელში, რომ მეზობლები ღობის გადაწევაში ეჯიბრებიან ხოლმე, ზუსტად ის არის. ამ კაცს ჰგონია, რომ ეს არის მისი ყანა და ქართული ოცნება რა თქმა უნდა კვერს უკრავს" აცხადებს ელისაშვილი.

   სხდომაზე პუშკინის სკვერის ქვეშ ადგილის გადაცემის საკითხზე მსჯელობენ, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა. დღესვე განიხილება ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობის კერძო პირისთვის გადაცემის საკითხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები