2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"ადამიანის ცხოვრება წიგნია. გახადე შენი წიგნი ბესთსელერი“ - იგავი ფანქარზე, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

  სანამ ფანქრების ოსტატი  გამოთლილ ფანქარს ყუთში ჩადებდა , დასრულებული ფანქარი გვერძე გადადო და უთხრა:

  – ვიდრე ცხოვრების დინებაში ჩაერთვები არსებობს 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე. ყოველთვის გახსოვდეს ისინი, არასოდეს დაივიწყო და შეძლებ, რომ ამქვეყნად ერთ–ერთ საუკეთესო და ღირსეულ ფანქრად ჩამოყალიბდე...

   პირველი: შეგეძლება გააკეთო უამრავი დიდებული საქმე, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ ამისათვის დამხმარე ხელი დაგჭირდება...

  მეორე: ხშირად მოგიწევს მტკივნეული "გათლის" ატანა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს შენ გჭირდება, იმისათვის, რომ უკეთესად აკეთო შენი საქმე...

 მესამე: ყოველთვის შეგეძლება გამოასწორო დაშვებული შეცდომები...

 მეოთხე: ფანქარში მთავარი მისი ხის გარეკანი არაა. ფანქრის მისიაში მისი შიგთავსი, მისი გული ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს...

  და მეხუთე: რა მატერიაზეც არ უნდა გამოგიყენონ, რა მატერიაზეც არ უნდა წერო, ყოველთვის უნდა შეძლო,რომ დატოვო შენი კვალი... და პრობლემებისა და დაბრკოლებების მიუხედავად არ უნდა შეჩერდე და მუდამ განაგრძო წერა...რადგან ეს შენი მოვალეობა და დანიშნულებაა...და მხოლოდ ამის გამო გქვია ფანქარი...

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები