0 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა – წილოსანი

”ოპოზიციური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა” – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

”უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა – ამას აღშფოთება არც საქართველოს შემთხვევაში უნდა მოჰყვეს. […] ჩვენ გაცხადებულად ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ არჩევით ქართველი ხალხი იმ დაპირების შესრულებას მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გულისხმობს! „ქართული ოცნება“ ზუსტადაც ამ დაპირების შესასრულებლად მოვა და ზუსტადაც ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი! ნუ შეეცდებით, ეს სხვაგვარად გადათარგმნოთ!.[…] ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი უძლიერესი იურისტი, კონსტიტუციონალისტი და უძლიერესი პოლიტიკოსი. ამიტომ მისი მხრიდან ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ჩვენი ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების ინტერესს და მოთხოვნას ასახავს, რასაც ჩვენი ამომრჩეველი 26 ოქტომბერს “ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით დააფიქსირებს.

ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშიდან ხელოვნურად არის გამოსული, მაგრამ რეალურად სწორედაც “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს – იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პროცესი შეიძლება დაიწყოს და იყოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში შეტანილი სარჩელი.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მათი მავნებლური მოქმედება, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისას, გამოაშკარავდეს. ეს სახალხო პროცესი უნდა იყოს!

მოსახლეობამ უნდა მიიღოს პასუხი, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს“ – განაცხადა ამის შესახებ, ნინო წილოსანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები