1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იანვრიდან თბილისში, პიკის საათებში დიდი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლოა, აიკრძალოს

თბილისში, კონკრეტულ უბნებზე, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ამ დროისთვის ბიზნესსექტორთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დედაქალაქში არსებული საცობების გამო მიმდინარეობს.

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი ახალი და მოწესრიგებულია ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს მუნიციპალიტეტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ თბილისში ამ მიმართულებით პრობლემები არ არსებობს და ყველაფერი მოწესრიგებულია. რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს სამუშაო და აღნიშნული რეფორმა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით.

ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს კერძო ავტომობილების პარკი. დღეს პიკის საათში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ციფრია და აღნიშნული რაოდენობა ქმნის ე.წ. საცობებს, თუმცა არის ასევე პრობლემა რომ ამ საცობებში პიკის საათებში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომობილებს, რომელიც ასევე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თავიანთი გაბარიტებით, მოცულობით, კიდევ უფრო აფერხებს გადაადგილებას და ზრდის საავარიო სიტუაციების ალბათობას.

ამ პრობლემის დასაძლევად ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი იქნებოდა დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადადგილების შეზღუდვა პიკის საათებში. ეს მთელ თბილისს არ მოიცავს, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთებზე, უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა არის პიკის საათებში. საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ვთანამშრომლობთ ბიზნეს სექტორთან. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მარტივი ვერ იქნება,“ - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, კონკრეტულად რომელი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე და რომელ საათებში იმოქმედებს შეზღუდვა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე, აგვისტოს თვეში.

გამონაკლისები, რაზეც რეგულაცია არ გავრცელდება იქნება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს ეს რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. ჩვენ მათთან კომუნიკაციას ვახორციელებთ და ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია,“ - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები