1 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეგი გოგიტიძეს ვლადიკავკაზში კონცერტი გაუუქმეს

ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძესა და დავით კენჭიაშვილს კონცერტები გააუქმეს. 

კონცერტების ანონსის შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვეს მათ შორის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის წევრებმა. მათი თქმით, "სამხრეთ ოსეთის" ტრაგედიის 15 წლისთავზე ასეთი კონცერტის დაგეგმვა განსაკუთრებით მკრეხელური და დამცინავია".

კონცერტები ვლადიკავკაზის ერთ-ერთი რესტორანში 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო. თუმცა, რესტორნის მეპატრონემ პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების თხოვნა გაითვალისწინა და კონცერტები გააუქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები