1 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას" - თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელის თავის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავაკთ ბოლოში, თუმცა როგორც ვხედავ იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის ( ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა. მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ყავს (ჩემი მშობელი) რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ. ბაბუაჩემი -გენადი ნანავა 1918 წელს ზუგდიდში დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი და რუსთავის სპეც მშენის კადრების უფროსი. ძალიან უყვარდა ლექსების წერა.სამწუხაროდ საკმაოდ ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში 1952 წელს ზუგდიდის ციხეში ტრაგიკულად გარდაიცვალა. თუ ვინმეს გეცნობათ ეს სახელი და გვარი, თუ იცით რომ თქვენი ბაბუა , ან მამა იყო გენადი ნანავა, თუ ჭორის დონეზე გაქვთ რამე ისტორიისთვის ყური მოკრული, გთხოვთ შემეხმიანეთ აგრეთვე მთელი გულით გთხოვთ? ეს პოსტი გააზიარეთ, იქნებ ეს იატორია ვინმეს ყურამდე მივიტანოთ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები