1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მიყენებული დაზიანების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან – 1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას.

 

მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები