1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსი სამხედროები არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, მათ ეხმარებიან – პესკოვი

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი უკრაინაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლის შემდეგ აცხადებს, რომ რუსი სამხედროები მშვიდობიანებს არ ესვრიან.

“რუსეთი არ ენდობა უკრაინის გენერალურ პროკურატურას. რუსი სამხედროები არ ესვრიან მშვიდობიანი მოსახლეობას, არამედ ეხმარებიან მათ”,– ირწმუნება პესკოვი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის 28 დღეში ასობით მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 121 ბავშვი. ისინი ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, სკოლებს, ბაღებს, სავაჭრო ცენტრებს და ნებისმიერ თავშეყრის ადგილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები